ნაბიჯი 8
ვქმნით ტექსტის სტილს საკუთარი ხელებით.
[რედაქტირება]ტექსტის ზომის და ფერის შეცვლა უკვე ვისწავლეთ. ახლა კი დროა, ცოტაოდენ გაფორმებაზეც ვიზრუნოთ. ჩვენ ჯერ სიტყვა არ დაგვიძრავს დახრილ, გახაზულ, გადახაზულ თუ ნაბეჭდ ტექსტზე(თუმცა გასქელებულზე უკვე ვილაპარაკეთ), არც ზედა და ქვედა ინდექსების გაკეთება გვისწავლია. ამ ნაბიჯში თქვენ ამ ყველაფერს და ცოტა მეტსაც შეისწავლით. მთავარია, ხაზს თვალი გააყოლოთ :)
ამ ტეგებს ზედმეტი ახსნა-განმარტება არ სჭირდებათ, ამიტომ უბრალოდ ჩამოვწეროთ:
მართალია, ტექსტი ძალიან ლამაზი არ გამოვიდა, მაგრამ ის მხოლოდ საჩვენებლად იყო. იმედია, თქვენ უკეთესის გაკეთებას შეძლებთ.
ახლა კი დროა, რომ დაპირებულ ”ცოტა მეტს”, ანუ ტეგ pre-ს გავეცნოთ. მას ერთი მშვენიერი ფუნქცია გააჩნია - მასში მოქცეული ტექსტი ყველანაირი დამატებითი ტეგების გარეშე ჩანს ისეთივე, როგორსაც თქვენ კოდში წერთ. გავშიფროთ განსაზღვრება:
თუ ჩემს რჩევებს მიყვებოდით და ცოტა თვითონაც წაიექსპერიმენტეთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ სიტყვებს შუა თუნდაც 10 ჰარი დასვათ, ის ბრაუზერში მაინც ერთად გამოჩნდება, ხოლო თქვენს სასურველ ადგილას ხაზის გადასატანად კი
-ს გარეშე არაფერი გამოგივათ. pre ამ პრობლემას გადაგიჭრით, მაგრამ ერთი მინუსი გააჩნია(თუ ეს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს) - მასში მოქცეული ტექსტი ნაბეჭდად გამოჩნდება. ეს ტეგი განსაკუთრებით ლექსის გვერდზე განსათავსებლად გამოგადგებათ. ქვემოთ მოყვანილ ტექსტში pre-ს მეტი ტეგის გამოყენება არაა საჭირო, რაც ტექსტის წერის პროცესს ძალიან აადვილებს:
ტექსტი (ბევრი ჰარი...) ტექსტი ტექსტი (ბევრი ჰარი...) ტექსტი ტექსტი (ბევრი ჰარი...) ტექსტი
ერთი ტექსტის ერთდროულად ნებისმიერი რაოდენობის გაფორმების ტეგში ჩასმა შეიძლება:
ზემოთ მოყვანილ მაგალითში სამი: ნაბეჭდი, გასქელებული და დახრილი ტექსტის ტეგია გამოყენებული. თქვენც შეგიძლიათ წაიექსპერიმენტოთ და ერთდროულად რამდენიმე ტეგში ჩასვათ თქვენი ტექსტი, შედეგად ცოტათი გაიწაფებით ამ საქმეში და მომხმარებელს თქვენი საიტის დანახვისას გული მაინც არ წაუვა :)
ტეგი <big> ტექსტის ზომას უფრო ადიდებს, ხოლო <small> პირიქით - აპატარავებს:
<<< ნაბიჯი 7: უკან | წინ: ნაბიჯი 9 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი