ნაბიჯი 7
თურმე ტექსტის ზომის რეგულირებაც შეიძლება.
[რედაქტირება]ამ ნაბიჯზე ჩვენ სათაურებს და ტეგ -ის კიდევ ერთ ატრიბუტს გავეცნობით, რაც ტექსტის ზომის რეგულირების საშუალებას მოგვცემს.
სათაური(Heading) საშუალებას გვაძლევს ტექსტი ექვს ზომაზე დავარეგულიროთ:
(გაითვალიწინეთ რომ სიტყვა ტეგი ტექსტში აღნიშნავს სიმბოლოებს < > ანუ ტეგი 1=< ტეგი 2= > )
ტეგი1- H1--ტეგი2 - ტექსტი -- ტეგი1 -- /H1- ტეგი2
ტეგი1- H2--ტეგი 2 --ტექსტი -- ტიტეგი1- /H2 --ტეგი2
და ა.შ. 6_მდე
ტეგი1- H6--ტეგი2--ტექსტი-- ტეგი1--/H6 - ტეგი2
ისინი თქვენს მომხმარებელს საშუალებას მისცემენ, უფრო სწრაფად გაერკვიოს, თუ გვერდის რომელი ნაწილის მონახულება ჯობს თავიდან. როგორც ხვდებით, H1 ყველაზე საჭირო ინფორმაციის მატარებელი ტექსტის სათაური უნდა იყოს, H6 კი ყველაზე ნაკლებ საჭიროსი. თუმცა ეთიკის დაცვა აქაც აუცილებელია - H1-ით დაწერილი ტექსტი ძალიან მყვირალა და ულამაზოა, რაც საერთო ჯამში საიტის დიზაინზე დამღუპველად მოქმედებს. ჩვენს შემდეგ მაგალითშიც სათაურებია გამოყენებული:
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
(ტეგებ < > შორის ვათავსებთ ტექსტს "div align="center" შემდგომ ტექსტი რაც გვინდა რომ ცენტრალურ მდგომარეობაშჲ აისახოს და ბოლოს ისევ ტეგებში < > ვათავსებთ ტექსტს "/div")
ტეგი1 - H3 - ტეგი1 - მოგესალმებით!- ტეგი1 - /H3 - ტეგი1 -ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. სამწუხაროდ არც ერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია.
</body>
</html>
როგორც ხედავთ, მაგალითში
ზომაა გამოყენებული. თქვენც იგივეს გირჩევდით :) ვნახოთ, რა გამოვიდა: ტეგში ჩასმული ტექსტი არათუ გაიზარდა, არამედ გასქელდა კიდეც, თან
ტეგივით ხაზი გამოტოვა. სამართლიანიცაა - როდის გინახავთ, სათაურსა და ტექსტს შორის ხაზი არ იყოს გამოტოვებული? მოკლედ, გასაგებია, რომ ეს ტეგი სათაურებისთვის იდეალურია, მაგრამ რა ვქნათ, თუ თვითონ ტექსტში გვინდა ზომის შეცვლა, თან ყველანაირი ავტომატური გასქელებისა და ხაზის გამოტოვების გარეშე? აქ ტეგის დაპირებულ ახალ ატრიბუტს უნდა გავეცნოთ. მას size ჰქვია და ტექსტის ზომის მეყსეულად შესაცვლელად გამოიყენება. მისი სინტაქსი ასე გამოიყურება: <font size="...">...<font> აქ ისღა დაგვრჩენია, მრავალწერტილების ნაცვლად სასურველი მნიშვნელობა და ტექსტი ჩავსვათ. მნიშვნელობებს კი ასეთი ფორმატი აქვთ:
- <font size="+3"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="+2"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="+1"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="0"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="-1"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="-2"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
- <font size="-3"> ტექსტი </font> ----> ტექსტი
size-ს ნებისმიერი მნიშვნელობის მიღება შეუძლია, მაგრამ მე ამ მონაკვეთს გირჩევდით, ისევ და ისევ ესთეტიური მოსაზრებით. საჭიროა ვიცოდეთ, რომ default-ად size-ს მნიშვნელობა ”+0”-ს უდრის. მოკლედ, იხ. მაგალითი.
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8"> </head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
ტეგი1 - H3 - ტეგი1 - მოგესალმებით!- ტეგი1 - /H3 - ტეგი1 -
(ტეგებ < > შორის ვათავსებთ ტექსტს "div align="justify" შემდგომ ტექსტი რაც გვინდა რომ ცენტრალურ მდგომარეობაშჲ აისახოს და ბოლოს ისევ ტეგებში < > ვათავსებთ ტექსტს "/div")
ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. სამწუხაროდ არც ერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია.
</body>
</html>
როგორც ხედავთ, ტექსტი გადიდდა და პირველივე შეხედვიდანვე იქცევს ყურადღებას. ეს კი თქვენს ნაგულისხმევ აზრის გაგებას უფრო გააადვილებს მაგრამ ფრთხილად იყავით! ამან თქვენი საიტს დიაზაინი არ უნდა დააზიანოს!
<<< ნაბიჯი 6: უკან | წინ: ნაბიჯი 8 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი