ნაბიჯი 9
ვარეგულირებთ შრიფტებს.
ჩვენ უკვე გავეცანით ტეგ -ს და მის ზოგიერთ ატრიბუტს. ამ თავში კი კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ატრიბუტით დროებით დავხურავთ ამ თემას. ეს ატრიბუტი კი face გახლავთ და უშუალოდ ფონტის შესახებ შეუძლია ინფორმაციის ტარება, ანუ ტექსტი ვებ-გვერდზე მის მიერ მითითებული ფონტით გამოისახება.
მაგალითისთვის შეეცადეთ გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი კოდი იმისთვის, რომ ტექსტი Arial ფონტით გამოისახოს:
ამ მოყვანილია იმ ფონტების სია, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს მოეძევება სისტემაში(მათ თვითონ ვინდოუსი აყენებს):
* Times; * Times New Roman; * Arial; * Courier; * Verdana; * Tahoma; * Comic Sans Ms; * Garamond
ასე რომ, მათი გამოყენება ყველანაირი შიშის და ეჭვის გარეშე შეგიძლიათ
[რედაქტირება]აქ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა - მაგრამ რა ვქნათ, თუ მომხმარებელს მაინც არ აქვს ესა თუ ის ფონტი სისტემაში? ესეც გათვალიწინებულია - თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ფონტი მიუთითოთ. HTML მიმდევრობით მოძებნის მათ სისტემაში და პირველივე არსებულით გამოსახავს ტექსტს. მაგალითად, თქვენ დაწერეთ ასეთი კოდი :
თუ თქვენი საიტის სტუმარს არ აღმოაჩნდა Arial, მაშინ ბრაუზერი შეეცდება ტექსტი გამოსახოს verdana-თი, თუ ეს ფონტიც არ აღმოჩნდა სისტემაში, მაშინ ტექსტი გამოისახება courier-ით, მაგრამ თუ ისიც არ აღმოჩნდა სისტემაში? მაშინ თქვენს სტუმარს ვინდოუსი ჰქონია გამოსაცვლელი :)
ძალიან ხშირად კითხულობენ - შეიძლება თუ არა საკუთარ საიტზე დააყენონ რაიმე ლამაზი და ეგზოტიკური ფონტი? პასუხი რა თქმა უნდა, დადებითია, მაგრამ მე მაინც არავის ვურჩევდი ამის გაკეთებას, რადგანაც თუ მომხმარებელს არ აღმოაჩნდა თქვენი მოწონებული ფონტი სისტემაში(99.9% ეს ასეა), მაშინ ის თქვენს საიტზე ტექსტს კი არა, გაუგებარი სიმბოლოების განლაგებას დაინახავს. რა თქმა უნდა, შეიძლება საიტის თავში დადოთ ამ ფონტის გადმოსაწერი ბმული და მომხმარებელს ინგლისური ასოებით შესთავაზოთ მისი გადმოწერა, მაგრამ იმ 99.9%-ის 99.9% ასეთ წინადადებას უარყოფს და მეორედ ნამდვილად აღარ გაუჩნდება სურვილი თქვენს საიტს ეწვიოს. მაშინ რა ვქნათ? იკითხავს მკითხველი. ერთადერთი სწორი გზა ამ შემთხვევაში უნიკოდის გამოყენებაა, თუმცა ქართული ინტერნეტი დღეს მას არც ისე კარგად იცნობს. თუ არც თქვენ იცნობთ მას, დროა გაიცნოთ, ნამდვილად მოგეწონებათ :) თუმცა ამ სახელმძღვანელოში უნიკოდზე ლაპარაკი არ იქნება, რადგანაც ეს ცალკე თემაა. მის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აქედან მიიღოთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსავალი უნიკოდშია, ხოლო ეგზოტიკურ ფონტებზე გული ნუ დაგწყდებათ - საიტის სილამაზე ფონტს კი არა, დიზაინს ემყარება.
თუმცა არსებობს მეორე გამოსავალი - თუ აუცილებელი გახდა რაღაც ტექსტის არასტანდარტული ფონტით გამოსახვა, მაშინ აკრიფეთ ის რომელიმე რედაქტორში და გადაუღეთ სურათი, ეს სურათი კი თქვენს გვერდზე განათავსეთ, მაგრამ ნუ მოათავსებთ მათში ბმულებს - ისინი მაინც არ იმუშავებენ, მომხმარებელი კი ძალიან გაწვალდება :)
გილოცავთ! თქვენ დაამთავრეთ ტექსტზე მუშაობა და შემდეგი ნაბიჯიდან უკვე სურათების გამოყენებას გავეცნობით. ასე რომ წინ, წინ, წინ!
<<< ნაბიჯი 8: უკან | წინ: ნაბიჯი 10 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი