შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 4

ვიკიწიგნებიდან

როგორ შევცვალოთ ტექსტის ფერი?

[რედაქტირება]

დავიწყოთ უმარტივესიდან, რომელიც ძალიან ხშირად გვჭირდება. გავაფერადოთ ჩვენი ტექსტი. HTML-ში ყველა ფერს თავისი კოდი გააჩნია. აქ ყველა ფერის კოდის მოძებნა შეგიძლიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ გვერდს შეინახავთ - შეიძლება როდესმე გამოგადგეთ.

იმისთვის, რომ ტექსტი გავაფერადოთ, ჩვენ ახალი ტეგის - font-ის შემოღება დაგვჭირდება. თუმცა მარტო ტეგი არ გვეყოფა, მისი ატრიბუტი color-იც დაგვჭირდება.

საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩანაწერს: <font color="#...">...</font> თუკი ამ ხაზს თქვენს გვერდზე ჩასვამთ და მრავალწერტილებს ჩაანაცვლებთ ფერის კოდით და ტექსტით, მაშინ ტეგი იმუშავებს და თქვენი ტექსტიც გაფერადდება.

მაგალითად:

მოგესალმებით!

სცადეთ და FF0000-ის მაგივრად ჩასვით სხვა მნიშვნელობა. ამ ტეგში მოქცეული ტექსტის ფერის მაშინვე შეიცვლება, ოღონდ ფერის კოდის მითითებისას და არ დაგავიწყდეთ წინ #(ძიეზის) დასმა.


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! (ტეგებში < > ვათავსებ ფერის კოდს --> font color="#FF0000" შემდგომ ვსვამთ ტექსტს და ბოლოში ისევ ტეგებში< >
ვსვამთ სიტყვას "/font"_ს)ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>

ტეგი ... მრავალფუნქციურია. ის ასევე მშვენივრად ითავსებს შრიფტის ზომის, სახეობის, სტილის და კიდევ მრავალი ფუნქციის კონტროლს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მაგრამ როგორ დავსვათ რომელიმე ფერი მთელი გვერდის ძირითად ფერად? ამისთვის ტეგ <body>-ს ვუმატებთ ატრიბუტ text="#..."-ს და ვიღებთ შემდეგს:

<body text="#...">

...

</body>

აქ კი ისღა გვრჩება მრავალწერტილები სასურველი ფერის კოდით და ტექსტით შევცვალოთ.


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body text="#336699">
მოგესალმებით!(ტეგებში < > ვათავსებ ფერის კოდს --> font color="#FF0000" შემდგომ ვსვამთ ტექსტს და ბოლოში ისევ ტეგებში< >
ვსვამთ სიტყვას "/font"_ს)ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>

ტექსტის ფერის შეცვლა ვისაწავლეთ, ახლა ფონის ფერს მივხედოთ.



<<< ნაბიჯი 3.1 :უკან | წინ: ნაბიჯი 5 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი