შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 3.1

ვიკიწიგნებიდან

ვიწყებთ მუშაობას. უმარტივესი პრაქტიკა

[რედაქტირება]
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>

წინა ნაბიჯზე შენ გაიგე, თუ რას ნიშნავს კოდის გვერდით მოთავსებული სურათი, ახლა ალბათ თვითონ კოდმაც დაგაინტერესა :) მოკლედ, შევუდგეთ განხილვას:

<html> და <head> ჩვენთვის უკვე ნაცნობი ტეგებია, მაგრამ რა დანიშნულება აქვთ <title> ან <META> ტეგებს?

როგორც კოდიდანაც ჩანს, ორივე <head> ტეგის ქვეტეგია და გვერდის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეიცავენ. ბევრი ალბათ უკვე მიხვდა, რომ <title> გვერდის სათაურია, მაგრამ რაში გვჭირდება ის? დააჭირეთ ”ვნახოთ” ღილაკს და გახსნილ ფანჯარაში დააკვირდით ზედა ლურჯ ზოლს, ხომ არ ემთხვევა მისი წარწერა <title> ტეგში მოქცეულ წარწერას? :)

<title> ტეგის მნიშვნელობა გასაგებია, გადავიდეთ <META> ტეგის განხილვაზე.

ამ ტეგს გვერდის ავტორის, საავტორო უფლებების, keyword-ების და კოდირების შესახებ ინფორმაციის შენახვა შეუძლია. ასევე შეუძლია სერვერისთვის განახლების ინტერვალის, PICS რეიტინგის და სხვა ასეთი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა აქ მათზე დაწვრილებით არ ვილაპარაკებთ.

თუ ამ ტეგს დააკვირდებით, ბოლოში დაინახავთ შემდეგ კოდს: "charset=utf8". ეს ის ნაწილია, რისთვისაც ეს ტეგი გამოვიყენეთ და ნიშნავს, რომ გვერდის default კოდირებად utf-8-ა დასმული, ეს კი თავის მხრივ შესაძლებელს ხდის, რომ უნიკოდით ჩაწერილი ქართული სიმბოლოები ბრაუზერმა კითხვის ნიშნების მაგივრად ქართულად გამოაჩინოს.

ტეგ <body>-ს გახსნის შემდეგ ყველანაირი ტეგის გარეშე მოდის ტექსტი "მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!", რომელსაც ბრაუზერი უბრალოდ ამოწერს.

ვხურავთ აუცილებელ ტეგებს და ვტკბებით ნამუშევრით. თქვენი პირველი ვებ-გვერდი მზადაა.



<<< ნაბიჯი 3:უკან | წინ: ნაბიჯი 4 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი