ნაბიჯი 5

ვიკიწიგნებიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შევცვალოთ ფონის ფერი. "ფერების ეთიკის" მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება]

წინა ნაბიჯში ტექსტის ფერის შეცვლა ვისწავლეთ, ახლა ფონის ფერებს და მათი გამოყენების ეთიკას შევეხოთ.

გვერდის ფონის ფერი, ისევე, როგორც ტექსტის ძირითადი ფერი, ტეგ <body>-ს ატრიბუტია და იწერება როგორც bgcolor="#...". აქ ერთადერთი ახალი სიტყვა bgcolor-ია, რომელიც იშიფრება როგორც BackGround Color(ფონის ფერი), დანარჩენი კი("#...") უკვე ნაცნობია - ის ფერის კოდს აღნიშნავს.

საბოლოო ჩანაწერი ასეთი იქნება: <body ... bgcolor="#..."> სადაც პირველ მრავალწერტილში სხვადასხვა ატრიბუტები იგულისხმება(მათი არსებობა აუცილებელი არაა), ხოლო მეორეში ფერის კოდი.

მაგალითად:

<body bgcolor="#000000">

...

</body>

თუ ჩვენს გვერდზე ასეთ ტეგს დავწერთ, ფონის ფერი შავი იქნება, თუმცა თქვენ კოდის ცვლით სასურველი ფერების მიღება შეგიძლიათ.

გვერდის კეთებისას აუცილებლად მიუთითეთ ტექსტის, ფონის და ბმულის(ამას ცოტა მოგვიანებით გავეცნობით) ფერი, თუნდაც ფონის ფერად თეთრ, ტექსტის ფერად შავ და ბმულის ფერად ლურჯ ფერებს იყენებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი დაინახავს იმ ფერებს, რომლებიც მასთან Default-ადაა დაყენებული.


Htmlbody.gif
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html>

ტექნიკურ ნაწილს მოვრჩით, გადავიდეთ ესთეტიურ მხარეზე.

დაიმახსოვრეთ, რომ საიტზე არ შეიძლება მყვირალა ფერების გამოყენება. ეს დიზაინსაც აფუჭებს და ნაწერის ამოკითხვასაც უფრო აძნელებს. ასე რომ, მოუფრთხილდით თქვენი საიტის სტუმრების თვალებსა და ნერვებს თუნდაც მხოლოდ კომერციული მოსაზრებით - არავის მოუნდება მეორედ შეიხედოს ასეთ გადაჭრელებულ საიტზე, თუნდაც იქ რაიმე მართლაც ღირებული იყოს.

სამაგიეროდ, გამოიყენეთ უფრო ნაზი და რბილი ფერები, ოღონდ ამასაც დაკვირვება უნდა - შეიძლება ცალ-ცალკე აღებული თქვენი ფერები ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ერთად საშინელ არეულობას ქმნიდნენ.

რა ვქნა? იკითხავს გამოუცდელი მომხმარებელი. ჩემი ერთადერთი რჩევაა - მაქსიმალურად დააკვირდით ფერებს შერჩევისას და "დიდ ინტერნეტში" თქვენი საიტის წარდგენამდე აუცილებლად ჰკითხეთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს აზრი მის შესახებ.

ფერებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ამით დამთავრდა. გადადით შემდეგ ნაბიჯზე, ახალი ერა იწყება! :-)



<<< ნაბიჯი 4 :უკან | წინ: ნაბიჯი 6 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი