ნაბიჯი 14

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

ვაგზავნით ელ-ფოსტას[რედაქტირება]

ამ თავში ჩვენ ბმულის მეშვეობით ფოსტის გაგზავნას და ტექსტურ ბმულზე მინიშნების ”მიმაგრებას” ვისწავლით.

ელ-ფოსტის გასაგზავნად ახალი ატრიბუტის შემოღება საჭირო არ არის. მხოლოდ href ატრიბუტის მნიშვნელობას ვცვლით შემდეგნაირად:

<a href="mailto:domen@posta.ge"> ტექსტი </a>

ანუ ჯერ იწერება ”mailto:”, შემდეგ კი ადრესატის ელ-ფოსტის მისამართი. მაგრამ ეს ყელაფერი როდია, "mailto"-ს თავისი ატრიბუტებიც გააჩნია. ესენია:

  1. - ?subject=წერილის თემა
  2. - &Body=წერილის შინაარსი
  3. - &cc=copy@posta.ge,copy2@posta.ge (წერილის ასლი)
  4. - &bcc=hidden_copy@posta.ge,hidden_copy2@posta.ge (წერილის დამალული ასლი) 
ელ-ფოსტა

ყველაფერი ერთად ასე გამოიყურება:

<a href="mailto:domen@posta.ge?subject=სალამი! &Body=ტექსტი&cc=copy@posta.ge&bcc=hidden_copy@posta.ge">ტექსტი</a>

ასეთ ბმულზე დაჭერისას თქვენს მომხმარებელს მისი ელ-ფოსტის პროგრამა არა ცარიელ, არამედ თქვენი სურვილისამებრ შევსებულ წერილის ბლანკს აძლევს. არა მგონია, ოდესმე დაგჭირდეთ იმის მითითება, თუ რა ეწერება წერილში, მაგრამ ადრესატის და სათაურის ველების ავტომატური შევსება ნამდვილად გამოგადგებათ.

ბმულის მეშვეობით ელ-ფოსტის გაგზავნაზე საუბარი ჯერჯერობით დავასრულოთ და ბმულისთვის მინიშნების მიწერა ვისწავლოთ.

მინიშნების ატრიბუტს საკმაოდ ნაცნობი სახელი - title ჰქვია, თუმცა ტეგ title-სთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის ყველაფრით alt ატრიბუტის ანალოგია იმ განსხვავებით, რომ ერთი სურათთან გამოიყენება, მეორე კი ბმულთან.

<a href="რამე.html" title="თქვენი მინიშნება"> ტექსტი </a>

თუ კურსორს ცოტა ხნით გააჩერებთ ზედა მაგალითთან, გამოჩნდება მინიშნება, რომელიც title ატრიბუტის მნიშვნელობის ანალოგიურია. ხოლო თუ მასზე დააწკაპუნებთ კიდეც, ბრაუზერი ამ გვერდის დასაწყისში გადაგიყვანთ. ჩვენ ცოტა ხანში ამის გაკეთებასაც ვისწავლით.



<<< ნაბიჯი 13: უკან | წინ: ნაბიჯი 15 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი