შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 13

ვიკიწიგნებიდან

რა არის ბმული?

[რედაქტირება]

ამ ნაბიჯზე მსოფლიო აბლაბუდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისზე - ბმულებზე გვექნება საუბარი.

მათ გარეშე სრულყოფილი კი არა, ოდნავ მოხერხებული ვებ-გვერდებიც ვერ შეიქმნებოდა. თქვენ დღეში ათეულობით საიტს ათვალიერებთ, მოგზაურობთ ერთი გვერდიდან თუ საიტიდან მეორეზე, მაგრამ ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ, თუ რა გაკეთებინებთ ამას ერთი წკაპით. მოკლედ, გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე:

ბმულის ტეგს მხოლოდ "a" ჰქვია, თუმცა მისი არსებობა ატრიბუტების გარეშე წარმოუდგენელია. მას ბევრი ატრიბუტი გააჩნია, მაგრამ ამ ნაბიჯში მხოლოდ ორს გავეცნობით.

მათგან ერთი აუცილებელს href ჰქვია. ის შეიცავს მისამართს, რომელზეც გადამისამართდება ბრაუზერი ბმულზე დაწკაპუნების შემთხვევაში. შეგიძლიათ ცოტა წაიექსპერიმენტოთ კიდეც და ნახავთ, რომ სიტყვის მხოლოდ ბმულის ტეგში ჩასმა არანაირ შედეგს არ მოიტანს, ზემოთ ნახსენები ატრიბუტის მიმატება კი სიტყვას სრულუფლებიან ბმულად გადააქცევს.

ჩვენს მაგალითში შევქმნით ახალ ფაილს(prf.html), რომელშიც ტექსტთან დაკავშირებული სურათები იქნება მოთავსებული, ხოლო ტექსტში დავამატებთ ფრაზას, რომელიც დაჭერის შემთხვევაში ბრაუზერს სურათების გვერდზე გადაიყვანს. საბოლოო სინტაქსი ასეთი იქნება:

მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილას სხვა ფერის ბმული დაგვჭირდა? როგორც ვიცით, ტექსტის ფერის შეცვლა ტეგ font-ს შეუძლია. დროა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობა ბმულებზეც ვრცელდება. შეიძლება კოდი ცოტა დიდი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც თევზი უნდა, ფეხიც უნდა დაისველოს :) კოდი შემდეგნაირია:



<<< ნაბიჯი 12: უკან | წინ: ნაბიჯი 14 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი