შინაარსზე გადასვლა

ლათინური ენა/გრამატიკა/უკუქცევითი ნაცვალსახელები

ვიკიწიგნებიდან

უკუქცევითი ნაცვალსახელი შეიძლებ ითარგმნოს როგორც თვითონ ან საკუთარ თავს. მაგალითად: მე თვითონ ავაშენე სახლი.

ლათინურ ენაში პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები ემთხვევა პირის ნაცვალსახელთა ბრუნვას. ვინაიდან უკუქცევითი ნაცვალსახელი არ შეიძლება იყოს სუბიექტი, მას არ აქვს სახელობითი ბრუნვა.

რაც შეეხება მესამე პირს, როდესაც მოქმედება საკუთარ თავზეა მაშინ გამოიყენება ნაცვალსახელი se, ხოლო თუ სხვას ეხება მაშინ eum, eam, id.

Cicero laudavit se - ციცერონი საკუთარ თავს ადიდებს.
Cicero laudavit eum - ციცერონი მას ადიდებს.

კუთვნილებითი უკუქცევითი ნაცვალსახელები

[რედაქტირება]

პირველ და მეორე პირში კუთვნილებითი უკუქცევითი ნაცვალსახელების ფუნქციას კუთვნილებითი ნაცვალსახელები ასრულებენ. ხოლო "თავისი" ან "საკუთარი" იქნება suus, sua, suum. ესენი იბრუნებიან როგორც წესიერი ზედსართავი სახელები. მაგალითად:

Cicero laudavit amicum suum - ციცერონი ადიდებდა საკუთარ მეგობარს.
Cicero laudavit eius - ციცერონი მის (და არა თავის) მეგობარს ადიდებდა.

როგორც ხედავთ კუთვნილებითი ნაცვალსახელების მსგავსად კუთვნილებითი უკუქცევითი ნაცვალსახელებიც ეთანხმებიან არსებით სახელს რიცხვში, სქესში და ბრუნვაში.

ხაზგასმის ნაცვალსახელები

[რედაქტირება]

ქართული ენისგან განსხვავებით, ლათინურში მნიშვნელობის ხაზგასასმელად არსებობს სპეციალური ნაცვალსახელები Ipse, Ipsa, Ipsum. იბრუნება gen: ipsius, ipsius, ipsius, dat. ipsi ipsi ipsi, სხვა ბრუნვებში როგორ წესიერი ზედსართავი სახელი. ქვემოთ მაგალითებში ნაჩვენებია გამოყენების შემთხვევები:

Cicero ipse laudavit me - ციცერონმა თვითონ მაქო მე. აქ ხაზგასმულია რომ ციცერონმა მაქო.