ლათინური ენა/გრამატიკა/ნაცვალსახელები
პირის ნაცვალსახელები
[რედაქტირება]ლათინურ ენაში პირის ნაცვალსახელი იშვიათად გამოიყენება, როგორც წესი ზმნა განსაზღვრავს მას და როგორც ქართულში იგი აღარ გამოიყენება. პირის ნაცვალსახელს რომაელები იყენებდნენ მხოლოდ თუ მოქმედების ხაზგასმა სურდათ.
ლათინურ ენაში შემდეგი პირის ნაცვალსახელებია:
მხ. ლათ. | მხ. ქართ. | მრ. ლათ. | მრ. ქართ. |
---|---|---|---|
ego | მე | nos | ჩვენ |
tu | შენ | vos | თქვენ |
is | ის (მამრ.) | ei (ii) | ისინი (მამრ.) |
ea | ის (მდედრ.) | eae | ისინი (მდედრ.) |
id | ის (საშ.) | ea | ისინი (საშ.) |
პირის ნაცვალსახელების ბრუნვა შემდეგნაერად ხდება:
პირველი და მეორე პირის ბრუნება
|
მესამე პირის მხოლობითი რიცვის ნაცვალსახელების ბრუნება:
მამრ. | მდედრ. | საშ. | |
---|---|---|---|
Nom | is | ea | id |
Gen | eius | eius | eius |
Dat | ei | ei | ei |
Acc | eum | eam | id |
Abl | eo | ea | eo |
მესამე პირის მრავლობითი რიცვის ნაცვალსახელების ბრუნება:
მამრ. | მდედრ. | საშ. | |
---|---|---|---|
Nom | ei (ii) | eae | ea |
Gen | eorum | earum | eorum |
Dat | eis | eis | eis |
Acc | eos | eas | ea |
Abl | eis | eis | eis |
გამოყენება
[რედაქტირება]როგორც ავღნიშნეთ პირის ნაცვალსახელებს სახელობით ბრუნვაში რომაელები იყენებდნენ მხოლოდ ხაზგასასმელად.
გაითვალისწინეთ რომ როდესაც პირის ნაცვალსახელთან არის წინდებული cum (რომელიც აბლატივს მოითხოვს), წინდებული იქცევა თანდებულად და ნაცვალსახელს სუფიქსად ერთვება: eos nobiscum ibi invenies - მათ იქ ჩვენთან იპოვი.
გაითვალისწინეთ ასევე რომ, პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები ნათესაობით ბრუინვაში არ გამოიყენება კუთვნილების აღსანიშნავად, ამისთვის გამოიყენებოდა კუთვნილებითი ნაცვალსახელები.
- Liber meus და არა Liber mei
ხოლო მესამე პირის ნაცვალსახელების (is, ea, id) ნათესაობითი ბრუნვა კი პირიქითსაკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა კუთვნილების აღსანიშნავად.
კუთვნილებითი ნაცვალსახელები
[რედაქტირება]პირველი და მეორე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებია:
- meus mea meum - ჩემი
- noster nostra nostrum - ჩვენი
- tuus tua tuum - შენი
- vester vestra vestrum - თქვენი
კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნებიან როგორც პირველი და მეორე ბრუნების ზედსართავი სახელები.
მესამე პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებად გამოიყენება შესაბამისი პირის ნაცვალსახელები ნათესაობით ბრუნვაში.
ჩვენებითი ნაცვალსახელები
[რედაქტირება]ლათინური მითითებითი ზედსართავი სახელების ფუნქცია ნალოგიურია ქართული მითითებითი ზედსართავების: ის/ისინი და ეს/ესენი. მათი უღლება ზოგადად ჰგავს ზედსართავი სახელის უღლებას. ქვემოთ ცხრილებში მოყვანილია ille (ის) და hic (ეს) ბრუნება.
მხოლობითი რიცხვი
|
მრავლობითი რიცხვი
|
iste, ista, istud - ის შენი, რომელიც, ისევე იბრუნება როგორც ille.
მხოლობითი რიცხვი
|
მრავლობითი რიცხვი
|
გამოყენება და თარგმნა
[რედაქტირება]მითითების ნაცვალსახელი უთითებს საგანზე რომელიც მოსაუბრესთანაა ახლოს (hic liber - ეს წიგნი) ან ვისაც მიმართავს მოსაუბრე მასთანაა ახლოს (iste liber - ეს წიგნი, ეს შენი წიგნი) ან თუ დაშორებულია ორივე მოსაუბრისგან (ille liber - ის წიგნი). iste ხანდახან ითარგმნება როგორც ასეთი. Ille და Hic კი ხანდახან აღნიშნავენ ყოფილს, გვიანდელს.
არსებით სახელთან შეთანხმებაში მითითებითები ფუნქციონირებენ როგორც ზედსართავი სახელები, ხოლო დამოუკიდებლად წარმოადგენენ ნაცვალსახელებს. როგორც ყველა ზედსართავიც, ისინით უდგებიან არსებით სახელებს სქესში, რიცხვში და ბრუნვაში.
Is, ea, id როგორც ჩვენებითი ნაცვალსახელები
[რედაქტირება]Is, ea, id გამოყენება ჩვენებით ნაცვალსახელებად ისევე შეიძლება როგორც hic და ille-სი. is უფრო სუსტი მნიშვნელობისაა ვიდრე hic და ille.
ჩვენებითები Idem, Eadem, Idem
[რედაქტირება]idem, eadem, idem ითარგმნება როგორც იგივე.
ბრუნება:
მხოლობითი რიცხვი
|
მრავლობითი რიცხვი
|
როგორც ცხრილიდან ჩანს idem, eadem და idem-ის ბრუნება ძალიან ჰგავს is, ea id-ის ბრუნებას, ყველა ფორმას კი ბოლოში ემატება -dem სუფიქსი.