ლათინური ენა/გრამატიკა/არსებითი სახელის ბრუნება
ბრუნვები
[რედაქტირება]ლათინურ ენაში გვაქვს 6 ბრუნვა: Nominativus - სახელობითი, Genetivus - ნათესაობითი, Dativus - მიცემითი, Accusativus - აკუზატივი, Ablativus - აბლატივი (ადგილმდებარეობითი ბრუნვა), Vocativus - წოდებითი.
ლათინური ნომინატივი გამოიყენება ზუსტად ისევე როგორც ქართული სახელობითი, იგივე შეგვიძლიათ ვთქვათ ნათესაობით ბრუნვაზეც.
დატივი, ანუ მიცემითი, ლათინურში როგორც ქართულში გამოიყენება ერთი გამონაკლისის გარდა, მიცემით ბრუნვაში ჯდება მხოლოს ირიბი დამატება, პირდაპირი კი აკუზატივში.
აკუზატივის ანალოგიური ბრუნვა ქართულში არ გვაქვს. აკუზატივში ჯდება პირდაპირი დამატება.
აბლატივი გამოიყენება ადგილმდებარეობის, დროის, მიმართულების, მოქმედი პირის აღსანიშნავად.
ლათინური ვოკატივი ქართული წოდებითი ბრუნვის ანალოგიურია, გამოიყენება მიმართვისას.
ბრუნვის ტიპები
[რედაქტირება]ლათინურ ენაში არსებითი სახელის ბრუნვის ხუთ ტიპს განასხვავებენ. არსებითი სახელების დაყოფა ბრუნვის ტიპებად ხდება მათი დაბოლოებების მიხედვით.
პირველი ბრუნება
[რედაქტირება]პირველ ბრუნვას მიეკუთვნება არსებითი სახელები დაბოლოვებით -a. ამ ბრუნვას მიეკუთვნება ყველა მდედრობითი სქესის არსებითი სახელები, თუმცა ყველა -a-ზე დაბოლოებული არსებითი არაა მდედრობითი სქესის.
|
მეორე ბრუნება
[რედაქტირება]მეორე ბრუნვის მამრობითი სქესის არსებითი სახელები მთავრდება -us, -er-ზე და საშუალო სქესისანი -um-ზე დასრულებული. გამონაკლისია vir (კაცი).
|
|
-um-ით დამთავრებული საშუალო სქესის არსებითი სახელები შემდეგნაერად იბრუნება, როგორც ხედავთ, ცოტა განსხვავებულია მამრობითი სქესის არსებითი სახელების ბრუნებისაგან.
|
მესამე ბრუნება
[რედაქტირება]მესამე ბრუნების სახელები მიეკუთვნებიან სამივე სქესს და აქვთ მრავალგვარი დაბოლოება მხოლობით სახელობით ბრუნვაში. ამ ბრუნვის სახელებს აერთიანებთ მხოლობითი რიხცვის ნათესაობით ბრუნვაში -is სუფიქსი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სიტყვების ნათესაობითი ბრუნვის დამახსოვრებაც. ფუძის დასადგენად ჩამოაცილეთ არსებით სახელს ნათესაობით ბრუნვაში ბრუნების ნიშანი.
მხოლობითი რიცხვი
|
მრავლობითი რიცხვი
|
როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი და მეორე ბრუნებებისგან განსხვავებით, მესამე ბრუნების არსებითი სახელების სქესის გარჩევა არაა ასე ადვილი. ამისთვის არსებობს შემდეგი წესები: პირველ რიგში სიტყვის მნიშვნელობიდან გამომგინარე ზოგი შეიძლება იყოს მდედრობითი, ზოგი მამრობითი. შემდეგ წესებს კი თითქმის არ აქვთ გამონაკლისები:
- მამრობითი:
- -or, -oris (amor, labor; arbor - ხე გამონაკლისია)
- -tor, -toris (voctor, scriptor)
- მდედრობითი:
- -tas -tatis (veritas, libertas)
- -tus -tutis (virtus, senectus)
- -tudo -tudinis (multitudo, pulchritudo)
- -tio -tionis (natio, oratio)
- საშუალო:
- -us (corpus, tempus, genus)
- -e, -al, -ar (mare, animal)
- -men (carmen, nomen)
ამრიგად შეცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია სიტყვების სწავლისას ისწავლოთ მათი სქესი.
ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა მესამე ბრუნების არსებით სახელს თან ახლდეს პირველი ან მეორე ბრუნების ზედსართავი სახელი magnus rex, magni regis; vera pax, verae pacis. მიუხედავად იმისა რომ ზედსატთავის და არსებითი სახელის სქესი, რიცხვი და ბრუნვა უნდა ემთხვეოდეს, მათ შესაძლოა განსხვავებული სუფიქსები ჰქონდეთ. თარგმნისას ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ მესამე ბრუნების ზოგი დაბოლოება ემთხვევა პირველი და მეორე ბრუნებების დაბოლოებებს სრულიად განსხვავებულ ბრუნებებში. ამიტომ სიტყვების სწავლისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც თუ რომელ ბრუნებას მიეკუთვნებიან ისინი, რათა ტექსტის კითხვისას შეცდომის არ გაიგოთ შინაარსი.