შინაარსზე გადასვლა

ლათინური ენა/გრამატიკა/ზედსართავი სახელი

ვიკიწიგნებიდან

პირველი და მეორე ბრუნების ზედსართავი სახელები

[რედაქტირება]

ზედსართავი სახელი სქესში, რიცხვში და ბრუნვაში ყოველთვის ეთანხმება არსებით სახელს, რომელსაც ერთვის. მაგალითისთვის მოყვანილია ზედსართავი სახელის magnus (დიდი) ბრუნვა.

მხოლობითი რიცხვი
მამრ. მდედრ საშუალო
Nominativus magnus magna magnum
Genetivus magni magnae magni
Dativus magno magnae magno
Accusativus magnum magnam magnum
Ablativus magno magna magno
Vocativus magne magna magnum
მრავლობითი რიცხვი
მამრ. მდედრ საშუალო
Nominativus magni magnae magna
Genetivus magnorum magnarum magnorum
Dativus magnis magnas magnis
Accusativus magnos magnas magna
Ablativus magnis magnas magnis
Vocativus magni magnae magna

ანალოგიურად იბრუნება სხვა ზედსართავებიც, მაგ. meus, -a, meum, multus, -a, -um, pauci, -ae, -a (მხოლოდ მრავლ.)

-ius-ით დაბოლოებული ზედსართავი სახელები

[რედაქტირება]

პირველი და მეორე ბრუნების 9 ზედსართავი სახელი არაწესიერია, მათი გენეტივი სრულდება -ius-ით, ხოლო დატივი -i-თ. ისინი იბრუნებიან ჩვენებითი ზედსართავი სახელების მსგავსად. მრავლობითში კი ისინი იუღლებიან როგორც წესიერი ზედსართავი სახელები. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია მათი ბრუნების მაგალითი მხოლობით რიცხვში. მაგალითისთვის აღებულია ზედსართავი სახელები solus -a -um (მარტო) და alius, alia, aliud (სხვა).


M F N M F N
Nom. solus sola solum alius alia aliud
Gen. solius solius solius alterius alterius alterius
Dat. soli soli soli alii alii alii
Acc. solum solam solum alium aliam aliud
Abl. solo sola solo alio alia alio


ამ ჯგუფის 9 ზედსართავის დამახსოვრება ადვილია აკრონიმით UNUS NAUTA, რომლის ყოველი ასოც ასახავს ამ ზედსართავების პირველ ასოს.

Unus -a -um (ერთი)
Nullus -a -um (არც ერთი)
Ullus -a -um (ნებისმიერი)
Solus -a -um (მარტო)
Neuter, neutra, neutrum (არც ერთი, არც)
Alius -a -ud (სხვა)
Uter, utra, utrum (ერთ-ერთი (ორიდან))
Totus -a -um (სრული)
Alter, altra, altrem (სხვა (ორიდან))