გერმანული გრამატიკა/არტიკლები
გერმანულ ენაში გვაქვს სამი სქესის არტიკლები: მამრობითი - der (ein, kein), მდედრობითი - die (eine, keine), საშუალო - das (ein, kein). მრავლობითი რიცხვის არტიკლია die (keine).
განსაზღვრული არტიკლი
[რედაქტირება]Maskulinum | Femininum | Neutrum | Plural | |
---|---|---|---|---|
Nominativ | der | die | das | die |
Genitiv | des | der | des | der |
Dativ | dem | der | dem | den |
Akkusativ | den | die | das | die |
გამოყენება
ა) განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება როდესაც საუბარი მიდის ცნობილ პირვე ან ნივთზე, ან უკვე ნახსენები იყო, ან ისეთ რამეზეა საუბარი, რაც ერთ ეგზეპლარად არსებობს.
- Der Lehrer schreibt das Wort an die Tafel.
- Das Parlament hat die Gesetze über den Export geändert.
ბ) აღმატებულ ხარისხთან ყოველთვის გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი.
- Der Mount Everest ist der höchste Berg der Erde.
გ) ბევრ ნაცვალსახელს წინ უძღვის არტიკლი.
- Die Sonne geht im Osten auf und im Westen unter.
- Wir gehen am Freitag ins Kino.
დ) განზოგადებისას, როდესაც აღინიშნება რაიმე საგნების კაატეგორია, ასევე გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი.
- Die Rose ist eine Blume.
ე) ზოგიერთი ქვეყნის სახელთან. die Schweiz, die Türkei, die USA (მრავლობითი), das Elsass, die Steiermark
ვ) აბსტრაქტულ ცნებებთან. das Glück ან das Leben.
განუსაზღვრელი არტიკლი
[რედაქტირება]Maskulinum | Femininum | Neutrum | Plural | |
---|---|---|---|---|
Nominativ | ein | eine | ein | ---------- |
Akkusativ | einen | eine | ein | ---------- |
Dativ | einem | einer | einem | ---------- |
Genitiv | eines | einer | eines | ---------- |
გამოყენება
ა) განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება როდესაც პიროვნება რაიმე ნივთი პირველადაა ნახსენები, ან უცნობია, ან არაა განსაზღვრული თუ რომელ ნივთზეა საუბარი.
- Ein Fahrrad kostet etwa 1000 Mark.
- Sie nahm eine Tasse aus dem Schrank.
თხრობისას კი როდესაც ვინმე ან რამე პირველადაა ნახსენები, მას განუსაზღვრელი არტიკლი ერთვის, ხოლო მეორე ხსენებაზე უკვე განსაზღვრული:
- Ein König hatte eine schöne Tochter. Der König lebte in einem Schloss. Der Prinz wollte die Tochter des Königs gewinnen.
ბ) განუსაზღვრელ არტიკლს არ აქვს მრავლობითი ფორმა, ამიტომ მრავლობითში განუსაზღვრელი არსებითი სახელი უარტიკლოს არის.
- Kinder fragen viel.
- Er raucht nur Zigarren.
გ) განუსაზღვრელი არტიკლით ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი ფორმა არ გამოიყენება, ამის ნაცვლად იხმარება წინდებული von + მიცემითის მრავლობითი.
- ნათესაობითი მხოლობითი: Man hört das Geräusch eines Zuges
- ნათესაობითი მრავლობითი: Man hört das Geräusch von Zügen
დ) უარყოფით წინადადებებში განუსაზღვრელი არტიკლის უარყოფითი ფორმა გამოიყენება. ქვემოდ მოცემულია მისი ბრუნვა. ჩოულებრივი განუსაზღვრელი არტიკლისგან განსხვავებით, მას მრავლობითი ფორმაც გააჩნია.
- Im Hotel war kein Zimmer frei.
- Wir haben keine Kinder.
Maskulinum | Femininum | Neutrum | Plural | |
---|---|---|---|---|
Nominativ | kein | keine | kein | keine |
Akkusativ | keinen | keine | kein | keine |
Dativ | keinem | keiner | keinem | keinen |
Genitiv | keines | keiner | keines | keiner |
მხოლობითი არტიკლის გარეშე
[რედაქტირება]არტიკლი არ იხმარება შემდეგ შემთხვევებში:
1. კერძო სახელებთან, ქვეყნების, მიწების და კონტინენტების სახელებთან.