შინაარსზე გადასვლა

გერმანული გრამატიკა/არსებითი სახელის ბრუნვა

ვიკიწიგნებიდან

ბრუნვები

[რედაქტირება]

გერმანულ ენაში ოთხი ბრუნვაა: სახელობითი (Nominativ), აკუზატივი (Akkusativ), მიცემითი (Dativ), ნათესაობითი (Genetiv).

ნომინატივი, ისევე როგორც ქართული სახელობითი ბრუნვა პასუხობს კითხვებს Wer? Was? (ვინ? რა?). იგი ზუსტად ისევე გამოიყენება როგორც ქართული სახელობითი ბრუნვა.

აკუზატივის ანალოგიური ბრუნვა ქართულ ენაში არ გვაქვს. გერმანულსი აკუზატივი პასუხობს კითხვებს Wen? Was?. აკუზატივი გამოიყენება, როდესაც მოქმედება არის საგანზე მიმართული. მაგალითად

Ich sehe den Mann

(ვუყურებ კაცს) აქ მოქმედება მიმართულია კაცისკენ, და იგი ჯდება აკუზატივში. ანუ აკუზატივში ჯდება წინადადების პირდაპირი დამატება.

გერმანული დატივი წააგავს ქართულ მიცემით ბრუნვას. დატივში ჯდება წინადადების ირიბი დამატება. მაგალითად:

Er gibt dem Mann den Löffel

(იგი აძლევს კაცს კოვზს). ქართულად კაციც და კოვზიც მიცემით ბრუნვაში გვაქვს, როდესაც კაცი ირიბი დამატებაა, ხოლო კოვზი პირდაპირი. გერმანულში კი dem Mann მიცემითშია, ხოლო den Löffel აკუზატივში.

გერმანული გენეტივიც ქართული ნათესაობითი ბრუვნის ანალოგია. იგი პასუხობს კითხვაზე Wessen? (ვისი? რისი?).

აკუზატივი თუ დატივი

[რედაქტირება]

გერმანულის ქართულენოვან შემსწავლელებს ყოველთვის უჭირთ დატივის და აკუზატივის სწორად გამოყენება, ვინაიდან ქართულში გვაქვს მხოლოდ დატივის ანალოგიური ბრუნვა - მიცემითი, ხოლო აკუზატივი საერთოდ არ გვაქვს.

ბრუნვის ტიპები

[რედაქტირება]

გერმანულ ენაში განასხვავებენ მდედრობითი სქესის სახელების ბრუნვას, ძლიერ ბრუნვას, სუსტ ბრუნვას და განსაკუთრებულ ბრუნვას.

მდედრობითი სქესის სახელების ბრუნვა

[რედაქტირება]

ამ ბრუნვას მიეკუთვნება ყველა მდედრობითი სქესის არსებითი სახელი. მდედრობითი სქესის ბრუნვისას იცვლება მარტო არტიკლი, ხოლო არსებითი სახელი უცვლელია.

მხოლობითი მრავლობითი
Nominativ Die eine Mutter Die Mutter
Akkusativ Die eine Mutter Die Mutter
Dativ Der einer Mutter Den Mutter
Genetiv Der einer Mutter Der Mutter

ძლიერი ბრუნვა

[რედაქტირება]

ძლიერ ბრუნვას მიეკუთვნება ყველა საშუალო სქესის არსებითი დახელი Das Herz-ის გარდა და მამრობითი სქესის სახელების უმეტესობა. ძლიერი ბრუნვისას არტიკლის ბრუნვის გარდა ნათესაობით ბრუნვაში არსებით სახელს ემატება მხოლობითში s და მრავლობითში n.

მხოლობითი მრავლობითი
Nominativ Der ein Mann Die Männer
Akkusativ Den einen Mann Die Männer
Dativ Dem einem Mann Den Männer
Genetiv Des eines Mannes Der Männern

სუსტი ბრუნვა

[რედაქტირება]

სუსტ ბრუნვას განეკუთვნებიან -e, -and, -ant, -ent ზე დაბოლოვებული მამრობითი სქესის არსებითი სახელები და უცხოური წარმოშვნების სახელები, ასევე პროფესიის აღმნიშdვნელი სიტყვები.

სუსტ ბრუნვაში არსებითი სახელის ფუძეს მხოლობითი რიცხის სახელობითი ბრუნის გარდა, ყველგან ემატება n.

მხოლობითი მრავლობითი
Nominativ Der ein Junge Die Jungen
Akkusativ Den einen Jungen Die Jungen
Dativ Dem einem Jungen Den Jungen
Genetiv Des eines Jungen Der Jungen

სუსტი ბრუნვის სახელთა სია

[რედაქტირება]

e

der Affe, der Bote, der Bube, der Bulle, der Bursche, der Erbe, der Experte, der Gefährte, der Genosse, der Hase, der Heide, der Hirte, der Insasse, der Jude, der Junge, der Knabe, der Kollege, der Komplize, der Kunde, der Laie, der Lotse, der Löwe, der Mensch, der Nachkomme, der Neffe, der Ochse, der Pate, der Rabe, der Riese, der Sklave, der Zeuge

and, ant, ent

der Doktorand, der Elfant, der Demonstrant, der Lieferant, der Musikant, der Präsident, der Produzent, der Student, der Idealist, der Jornalist, der Kapitalist, der Kommunist, der Polizist, der Sozialist, der Terrorist, der Utopist

პროფესიის აღმნიშნავი და შემოსული სახელები

der Biologe, der Soziologe, der Demokrat, der Bürokrat, der Diplomat, der Automat, der Satellit, der Fotograf, der Seismograph, der Architekt, der Philosoph, der Monarch, der Katolik, der Soldat

კიდევ

der Bär, der Nachbar, der Narr, der Prinz, der Herr, der Rebell, der Bauer, der Fürst, der Graf, der Held, der Kamerad

განსაკუთრებული ბრუნვა

[რედაქტირება]

განსაკუთრებულ ბრუნვას შერეულსაც უწოდებენ, ვინაიდან იგი შეიცავს როგორც სუსტი ასევე ძლიერი ბრუნვის ელემენტებს. განსაკუთრებული ბრუნვის ტიპს მკაცრად განსაზღვრული მამარობითი სქესის სახელები მიეკუთვნება, ესენია: der Name, der Same, der Friede, der Fels, der Haufe, der Glaube, der Wille, der Funcke, der Gedanke, der Buchstabe და ერთი საშუალო სქესის სახელი: Das Herz.

მხოლობითი მრავლობითი
Nominativ Der ein Same Die Samen
Akkusativ Den einen Samen Die Samen
Dativ Dem einem Samen Den Samen
Genetiv Des eines Samens Der Samen