1516 წ. - დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა სამცხეში
ფურცლები საქართველოს მატიანედან
1516 წ. - დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა სამცხეში
[რედაქტირება]ჰასან რუმლუ ამ მოვლენას ჰიჯრით 922 წლით (14.02.1516-2.02.1517) ათარიღებს.
წყაროები
[რედაქტირება]922 (14.02.1516-2.02.1517) წელს ბრძოლა მოხდა ყვარყვარე ათაბაგსა და მის ბიძა მანუჩარს შორის. ყვარყვარე დამარცხდა, თავრიზში გაიქცა და შაჰ-ისმაილს დახმარება სთხოვა. შაჰმა მანუჩარის წინააღმდეგ სამცხეში ლაშქარი გამოგზავნა დივ-სულთან რუმლუს სარდლობით. ლაშქრობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ჩარქინ ჰასან თაქალუ, ნარინ-ბეგ ყაჯარი, ყაზაყ-ბეგ რუმლუ და ჰასან-ბეგ ჯუთე.
მანუჩარმა ყიზილბაშებს მოციქულები გაუგზავნა და ზავი შესთავაზა, მაგრამ მათ მისი მოციქულეი დახოცეს და გზა განაგრძეს. შეშინებული მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. სპარსელებმა თმოგვის ციხეს ალყა შემოარტყეს და მანუჩარის მომხრე "არბარნირი" თოთხმეტ დღეში აიძულეს დანებებულიყო. ამის შემდეგ დივ-სულთანმა სამცხის გამგებლობა ყვარყვარეს ჩააბარა, თვითონ კი ირანში დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ამ ლაშქრობისას დივ-სულტანმა სიკვდილით დასაჯა ჩარქინ ჰასან თაქალუ.