შინაარსზე გადასვლა

ფურცლები საქართველოს მატიანედან

ვიკიწიგნებიდან

ეს წიგნი დევს ისტორიას თაროზე.

უდიდესი ქართველი მემატიანე ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობდა: "მატიანე განიყოფების ოთხწილად: ადგილის აღწერად, ნათესავმეტყუელებად, წლისმრიცხუელობად და მოქმედების აღწერად".

ამ წიგნში ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევები საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიასა და გენეალოგიურ ძიებებში, ქრონოლოგიის დაზუსტებაში და მათ საფუძველზე დაწვრილებით განვიხილოთ საქართველოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი, მიმოვიხილოთ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ დღეისათვის არსებული ქართული თუ უცხოური წყაროები და გამოკვლევები, შეძლებისდაგვარად შევქმნათ იმდროინდელი ისტორიული პირების პორტრეტები და შევქმნათ საქართველოს ისტორიის პირუთვნელი მატიანე.

ცხადია, ამ წიგნის შექმნას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით თანდათანობით შევავსოთ "ფურცლები საქართველოს მატიანედან".