ფურცლები საქართველოს მატიანედან/ჯაყელები

ვიკიწიგნებიდან
სარგის I, ბექა I და სარგის II ჯაყელები (საფარის ფრესკა)

ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლები[რედაქტირება]

ივანე-ყვარყვარე (01) ჯაყელი-ციხისჯვარელი
[რედაქტირება]

ივანე I (ყვარყვარე)

  • 1189 თუ 1191 წელს გიორგი რუსის აჯანყებისას სამცხის დიდებულები აჯანყებულებს მიემხრნენ. მათ შორის იყვნენ კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო და სხვა მესხი დიდებულები გარდა ივანე ციხისჯვარელისა (რომელსაც ყვარყვარესაც ეძახდნენ). იგი თავის წინაპარ სულა კალმახელის მსგავსად (რომელმაც ბაგრატ მეფეს უერთგულა ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირების დროს) თავისი მოკიდებულებით მეფის ერთგული დარჩა. ამის გამო აჯანყებულთა ერთმა ნაწილმა დადიანის წინამძღოლობით გადაიარეს რკინის-ჯვარი, ჩავიდნენ ციხის-ჯვარს და დაწვეს ქალაქი ოძრხე.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" - გვ.49

"პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს".

  • 1210 -იან წლებში ლაშა-გიორგის მიერ განძაში მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა ყვარყვარე ჯაყელის პირმშო შვილი.

ჟამთააღმწერელი - გვ.525
თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლის თანა წინა-მბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა-განეწესნეს. ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფად ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვითარ კართამდე ქალაქისად, მცირედღა შეივლტოდეს ქალაქად, და უმრავლესი ტყუე ყვეს და ზოგნი მოისრნეს.

  • 1220 წელს მონღოლთა პირველი შემოსევისას ბერდუჯასთან ბრძოლაში დაიღუპა ძლიერად მებრძოლი ყვარყვარე მეჭურჭლეთუხუცესის ძე ბექა.

ჟამთააღმწერელი - გვ.165
ივლტოდეს ქართველნი და სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა, სადა-იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით, ცოცხალი განერა, და მეჭურჭლეთ-უხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა, ძლიერად ბრძოლილი.

  • 1235 წლის ახლო ხანებში, მონღოლთა მეორე შემოსევისას ქართველმა მთავრებმა მათ მორჩილება გამოუცხადეს, გამონაკლისი იყო სამცხე, რომელმაც რუსუდან მეფის გამო, მონღოლებს მორჩილებაზე უარი უთხრეს. განრისხებულმა ჩაღათა ნოინმა დალაშქრა და სასტიკად მოაოხრა სამცხე. უღონოქმნილი ივანე ჯაყელ-ციხისჯვარელი რუსუდან მეფის ნებართვით ეახლა ჩაღათა ნოინს და მორჩილება გამოუცხადა.

"ასწლოვანი მატიანე"_(1959) ჟამთააღმწერელი - გვ.191
ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე. ხოლო მესხნი სათნოებისათჳს მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა. ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი.

  • 1243 წელს მონღოლებსა და რუმის სულთან ქეი-ხუსრევს შორის გამართული ქოსე-დაღის ბრძოლისას მონღოლთა მხარეს იბრძოდა ყვარყვარე ჯაყელის შვილიშვილი სარგისი.

ჟამთააღმწერელი - გვ.192-193
ბიჩოი ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა, მუნ მყოფთა, მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძის-წული ყუარყუარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი ბრძოლათა შინა

ლიტერატურა[რედაქტირება]