ფურცლები საქართველოს მატიანედან/კონსტანტინე I
კონსტანტინე I (გ. 1411) — საქართველოს მეფე 1407-1411, ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება]- ივ., ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966 წ. გვ. 424-423
კონსტანტინე I ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში
[რედაქტირება]1991 - პირთა_ანოტირებული_ლექსიკონი - ტომი_I - გვ.316-317
კონსტანტინე I - 1401-1408, [1411] წწ. - მეფეთ-მეფე, ძლიერი, უძლეველი, სოლლომონიან-დავითიან-ბაგრატუნიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავალისა და დასავალისა მტკიცედ ფლობით მპყრობელი.
ჰყავს:
- [სიმამრი] - ამირეჯიბი ქუცნა [გაბელიძე],
- ძმა - მეფე გიორგი VII (1477 წ. 1449-1488),
- [თანამეცხედრე] - ნათია, ამირეჯიბ ქუცნა [გაბელიძის] ასული ([1412-1431 წწ.] - ქრ.II-208-212).
- შვილები
- ალექსანდრე ([1408 წ. VI.4.] - Qd-9019, Qd-9022 სას.).
- ბაგრატ ([1408 წ. VI.4.] - Qd-9019, Qd-9022 სას.).
- გიორგი ([1408 წ. VI.4.] - Qd-9019, Qd-9022 სას.).
უწყალობა:
- მამული დავით მორჩილაძეს, რომელიც ახლდა სამცხეში მაშინ, როცა იგი მისმა ძმამ, გიორგი მეფემ მკვიდრი მამულიდან გააძევა - ([1407-1411 წწ.] ქრ.II-216).
განუახლა
- სასისხლო სიგელი გენათის მეღვინეთუხუცეს ნავროზ ცირღილაძეს, გაუჩინა სისხლის ფასი 120000 ძველი თეთრი - ([1408 წ. VI.4.] - Qd-9019, Qd-9022 სას.).
დაამტკიცა
- გიორგი მეფის მიერ ფალავანდ გალავანდიშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი (1401 წ. - 1450-11/133).
- გიორგი მეფის მიერ სვეტიცხოვლისათვის ბოძებული თარხნობის წიგნი (1401 წ. XI.28. - 1448-532).
იხსენიება
- ბირთველ წამებულისაშვილის შეწირულების წიგნში. მის სააღაპედ ბირთველმა სვეტიცხოველს შესწირა ლეთეთში თავბერისძენი (1413 წ. - 1449-1624).
- მის სახელზე ქუცნა [გაბელისძემ] ულუმბის მონასტერში გააჩინა ორი დღე აღაპი ([1412-1431 წწ. - ქრ.II-216).
- იოვანე თბილელის მიერ ნექისძესათვის მიცემულ წყალობის წიგნში ნათქვამია, რომ საყდრისშვილი დანიელ ნექისძე ორჯერ ხლებია ურდოში კონსტანტინე მეფეს. იმ დროს თბილელობა მოშლილიყო. დანიელის დამსახურების გამო კონსტანტინე მეფეს თბილელობა აღუდგენია [1440 წ. III.20. - 1448-5240).
- ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ იგი გაწყრომია თავის შვილს, ალექსანდრეს, რომელსაც თავი ივანე ათაბაგთან შეუფარებია, თვით კონსტანტინე კი ჩალაღანს ლაშქრობისას დაღუპულა [XV ს. ბოლო მეოთხ.] - Hd-1799).
- ალექსანდრე მეფის მიერ გელათისათვის მიცემულ შეწირულების წიგნში ნათქვამია, რომ მას უძულური გამოუწირავს გელათისათვის და მის ნაცვლად შეუწირავს ჟორჟოლაძის მამული (1495 წ. - Sd-2892).
- გელათისაგან გამოწირული უძულური მიუცია ჭილაძისათვის, აღნიშნულია ალექსანდრე მეფის სიგელში გელათის მონასტრისადმი (1489-1510 წწ. - 1449-1585).