შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 31

ვიკიწიგნებიდან

ვსწავლობთ ფრეიმების შექმნას - ნაწილი 2

[რედაქტირება]

წინა ნაბიჯში ჰორიზონტალური ფრეიმების შექმნა ვისწავლეთ, ახლა დროა ვერტიკალურსაც გავეცნოთ:


კოდში დიდი არაფერი იცვლება:


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,150,*">
<frame src="logo.html">
<frame src="menu.html">
<frame src="content.html">
</frameset>
</html>


უბრალოდ "rows" "cols"-ით შევცვალეთ.

კიდევ ერთი ნიუანსი - გამოყოფილი ადგილის ზომის მითითება პროცენტებშიცაა შესაძლებელი. მაგალითად, ასე:

<frameset cols="10%,15%,75%">

ოღონდ გახსოვდეთ, რომ პროცენტების ჯამი 100-ს უნდა უდრიდეს :) თორემ ხანდახან ისეთი ჭკვიანებიც გამოერევიან, რომ...

ეს მარტივი კომბინაციები იყო, მაგრამ დასაწყისში მოყვანილი მაგალითებიდან ორი მაგალითი ჯერ კიდევ განსახილველი დაგვრჩა. გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.




<<< ნაბიჯი 30: უკან | წინ: ნაბიჯი 32 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი