ნაბიჯი 27

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

ცხრილების მართვა(ჩარჩოები).

ეს ცხრილების თეორიული ნაწილის ბოლო თავია, რომელშიც საკმაოდ საჭირო გრაფიკული შტრიხის - ჩარჩოების მართვას ვისწავლით.

ჩარჩოს ატრიბუტი უკვე ნაცნობი "border" გახლავთ და ტეგ

-ში თავსდება. მისი მნიშვნელობა კი ჩარჩოს სიგანეს განსაზღვრავს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში border="3" : თუმცა ნაცრისფერი ჩარჩო ხანდახან ჩვენს მოთხოვნებს არ ესადაგება, ამიტომ ჩარჩოს ფერის ცვლაც უნდა ვიცოდეთ. ჩარჩოს ფერის ცვლა ატრიბუტ bordercolor-ით ხდება. ის ჩვეულებრივი ფერის ატრიბუტია და შესაბამისად ფერის კოდს შეიცავს. border-ისგან განსხვავებით ცხრილის ნებისმიერ ტეგში შეუძლია მოთავსება და საკმაოდ პრაქტიკულიცაა. მოკლედ, შევცვალოთ ჩარჩოს ფერი:

Ex28.JPG

სწორედ ამიტომ გამოცდილი კოდერები ყოველთვის ცდილობენ თავისი საიტი ბევრ ბროუზერში დატესტონ. ამას შეცდომის და არასასურველი დიზაინის გაჩენის შანსი მინიმუმამდე დაყავს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვინმე თქვენს საიტს 800x600 გაფართოების მქონე ეკრანზე შეიძლება უყურებდეს. ასე რომ, თუ საიტის კონტენტი მათთვისაცაა გათვლილი(ეს აუცილებელი არაა :) ), აუცილებლად დატესტეთ ის ამ გაფართოებაშიც. ამით თეორიული ნაწილი დამთავრებულია. შემდეგი ნაბიჯი მხოლოდ პრაქტიკულ სამუშაოებს შეიცავს, თუმცა თუ თვლით, რომ ცხრილები უკვე საკმაოდ კარგად აითვისეთ და 21 ნაბიჯში მოყვანილი ვებ-გვერდის მსგავსი გვერდიც უკვე შექმენით, შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგ თავზე გადახვიდეთ.

<<< ნაბიჯი 26: უკან | წინ: ნაბიჯი 28 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი