შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 21

ვიკიწიგნებიდან

ვქმნით ცხრილებს

[რედაქტირება]

თქვენ უკვე დაამთავრეთ უმარტივესი და საბაზო მასალის შესწავლა და ახლა HTML სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას - ცხრილებს გაეცნობით.

მათ გარეშე კარგი საიტიც კი არ შეიქმნება. სურათების, ტექსტის, ღილაკების და ფორმების კარგი შეხამება მის გარეშე არ კეთდება. უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ ვებ-გვერდიც ერთი დიდი და რთული ცხრილია. თუნდაც ჩვენი მაგალითები ავიღოთ - მათი გაკეთება ცხრილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თქვენ აქ ერთი მარტივი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დიზაინის მქონე ვებ-გვერდის მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ(მთავარი გვერდის ტექსტად გამოყენებულია სტატია "FAT vs NTFS"). თამამად ვიტყვი, რომ ამ საიტის გაფორმებაში ცხრილებს ლომის წვლილი მიუძღვით. ასე რომ, ამ თავის გავლის შემდეგ ასეთივეს შედგენა არც თქვენ უნდა გაგიჭირდეთ.

ცხრილები

ტეგით გამოისახება, მაგრამ ცხრილს უჯრებიც გააჩნია? HTML-მა არც ის დაჩაგრა და საკუთარი ტეგი გამოუყო, მაგრამ გამოსახვის ერთი თავისებურებით: ჯერ ვუთითებთ, რომ გვაქვს სტრიქონი, შემდეგ კი ვუთითებთ ამ სტრიქონში არსებულ უჯრებს. სტრიქონის ტეგს ჰქვია, უჯრისას კი .

ვთქვათ გვინდა შევქმნათ ერთუჯრიანი ცხრილი. კოდი შემდეგნაირი იქნება:

ჯერ დაიწერა ტეგი

, რაც ცხრილის დასაწყისს ნიშნავს, შემდეგ "გავხსენით" ახალი სტრიქონი ტეგ -ს გამოყენებით და სიტყვა "კონტენტი" მოვაქციეთ უჯრის ტეგში. შემდეგ დავხურეთ გახსნილი ტეგები და ერთუჯრიანი ცხრილი მზადაა! თუმცა მას სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. ამ თავში სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებას შევეცდებით.



ზუსტად იგივენაირად შეიძლება ფონად სურათი მივუთითოთ, ოღონდ ატრიბუტად background, მნიშვნელობად კი სურათის მისამართი უნდა მივუთითოთ. თუ ცხრილის ძირითად ფონის ფერს ან სურათს მიუთითებთ, მაგრამ რომელიმე სტრიქონში ან უჯრაში მისი შეცვლა მოგინდებათ, უბრალოდ თავიდან მიუთითეთ ძირითადი ფონის ფერი ან სურათი სასურველ სტრიქონში ან უჯრაში. შეეცადეთ თვითონ შეცვალოთ ფონის ფერი, სტრიქონების და სვეტების რაოდენობა და ტექსტი უჯრებში. როცა შეფერხების გარეშე შეძლებთ ამის გაკეთებას, შემდეგ უკვე თამამად შეგიძლიათ შემდეგ ნაბიჯზე გადახვიდეთ.

<<< ნაბიჯი 20: უკან | წინ: ნაბიჯი 22 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი