შინაარსზე გადასვლა

ნაბიჯი 16

ვიკიწიგნებიდან

ბმულების თავისებურებანი

[რედაქტირება]

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ საიტის მთავარ გვერდზე განათავსეთ პატარა სურათი და გინდათ, რომ მასზე დაჭერისას სტუმარს ამ სურათის დიდი ვარიანტი უჩვენოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მთავარი გვერდი იკარგება. რა ვქნათ იმისთვის, რომ არც მთავარი გვერდი დაგვეკარგოს და სურათიც ვაჩვენოთ მომხმარებელს? ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთ ახალ ატრიბუტთან გაცნობა მოგიწევთ, რომელსაც target ჰქვია და ბრაუზერს უთითებს, სად გახსნას მითითებული გვერდი. მისი default მნიშვნელობა "_self"-ია, ანუ გვერდი იგივე ფანჯარაში გაიხსნება. ჩვენ კი მეორე მნიშვნელობა, "_blank" დაგვჭირდება. სწორედ ის უზრუნველყოფს მითითებული გვერდის ახალ ფანჯარაში გახსნას: <a href="big.jpg" target="_blank"> <img src="small.jpg"> </a>

თუმცა target-ს კიდევ ორი მნიშვნელობა გააჩნია(_top და _parent), მათ ამ თავში არ განვიხილავთ.

გახსოვდეთ! ბმულად ნებისმიერი გაფართოების ფაილის მითითებაა შესაძლებელი, თუმცა ერთი პირობით - თუ ბრაუზერი მათ გახსნას ვერ შეძლებს, ის ამ ფაილის ჩამოქაჩვას შემოგთავაზებთ. ეს ინფორმაცია ასევე პასუხია კითხვისა "როგორ მივცეთ მომხმარებელს ფაილის ჩამოქაჩვის საშუალება?". ამ კითხვას კი არც ისე ცოტა ახალბედა სვამს :)

ყოველთვის, როცა თქვენ ბრაუზერში საიტის მისამართს წერთ, უბრალოდ მისამართს უთითებთ, მაგრამ მაშინ როგორღა ხვდება ბრაუზერი, თუ რომელი ფაილი გახსნას მითითებულ მისამართზე? პასუხი მარტივია: ყველა ბრაუზერმა "იცის", რომ ფაილის მიუთითებლობის შემთხვევაში index.* ფაილი უნდა გახსნას(* ნებისმიერ "ვებ" გაფართოებას აღნიშნავს).

კიდევ ერთხელ გაგახსენებთ - სწავლისთვის პრაქტიკა აუცილებელია. თუ ნაბიჯებს შორის ცოტას არ ვარჯიშობთ, ჯობია სახელმძღვანელოს კითხვას თავი დაანებოთ, მაინც არაფერში გამოგადგებათ.



<<< ნაბიჯი 15: უკან | წინ: ნაბიჯი 17 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი