ნაბიჯი 11
ვსწავლობთ სურათებთან მუშაობას
[რედაქტირება]წინა ნაბიჯში ჩვენ სურათისა და ტექსტის შეთანხმებით დიზაინის გალამაზება გადავწყვიტეთ. ამ ნაბიჯში გადაწყვეტის გზებს გავეცნობით.
როგორ შეიძლება ტექსტი სურათის გვერდით მოვათავსოთ? ძალიან მარტივად - სურათის ტეგში ატრიბუტი align უნდა ჩავამატოთ.
ალბათ გახსოვთ, რომ align-ს ტექსტის განსალაგებლად ვიყენებდით, მაგრამ ის საერთოდ ობიექტებშიც ხშირად გამოიყენება. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში მას სურათის სამართავად გამოვიყენებთ.
კოდი ასეთი სახისაა:
<img src="pr1.png" align="...">
მრავალწერტილის ნაცვლად სასურველი მნიშვნელობა ჩავსვათ და პრობლემაც მოგვარდება, ოღონდ ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ - img ტეგის align-ს მნიშვნელობა justyfy არ გააჩნია.
<img src="pr1.png" align="left">
ასეთი კოდის ჩაწერისას სურათის მარცხენა გვერდს მიეწებება, ტექსტს კი საშუალებას მისცემს, რომ მის გვერდით მოთავსდეს.
კიდევ რამდენიმე საჭირო ატრიბუტი:
1. <img src="pr1.png" vspace="10"> 2. <img src="pr1.png" hspace="30"> 3. <img src="pr1.png" alt="intel"> 4. <img src="pr1.png" width="100"> 5. <img src="pr1.png" height="200"> 6. <img src="pr1.png" border="5">
დაკვირვებულ მკითხველს სამართლიანი კითხვა გაუჩნდება - თუ ფონად სურათს ვიყენებთ, მაშინ რაღა საჭიროა ფონის ფერი?
რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ ფონის სურათი რაღაც ხარვეზის გამო არ ჩაიტვირთა? ასეთ დროს ერთი შეხედვით ზედმეტი ატრიბუტი მყვირალა თეთრი ფერისგან მაინც გვიხსნის.
<<< ნაბიჯი 10: უკან | წინ: ნაბიჯი 12 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი