ლათინურ ენაში მომავალი დრო იწარმოება ზმნის ფუძის შემდეგ ნაწილაკი bi-ს დამატებით, შემდეგ კი ემატება უღლების ნაწილაკი, ანუ: ზმნის ფუძე+bi+უღლება. წარსულ დროში კი ნაწილაკი bi-s ნაცვლად ემატება ba+უღმება.
როგორც ვხედავთ მხოლობითი რიცხვის პირველ პირში bi იცვლება bo-თი, ხოლო მრავლობითი რიცხვის მესამე პირში bi-ს მაქგივრათ გვაქვს bu. წარსულში ასეთი გამონაკლისები არ გვაქვს.
წარსული
მხოლობითი
მრავლობითი
lauda-ba-m
lauda-ba-mus
lauda-ba-s
lauda-ba-tis
lauda-ba-t
lauda-ba-nt
მეორე უღლების ზმნებიც ანალოგიურად ქმნიან წარსულს და მომავალს. მაგალითისთვის დანვიხილავთ ზმნას moneo:
მომავალი
მხოლობითი
მრავლობითი
mone-bo
mone-bi-mus
mone-bi-s
mone-bi-tis
mone-bi-t
mone-bu-nt
და შესაბამისად წარსულიც:
წარსული
მხოლობითი
მრავლობითი
mone-bam
mone-ba-mus
mone-ba-s
mone-ba-tis
mone-ba-t
mone-ba-nt
მესამე უღლების ზმნები კი მომავალს -bi, -bo, -bu სუფიქსების გარეშე აწარმოებენ. მომავალში ფუძისეული მოკლე -e იცვლება გრძელი -e-თი პირველი პირის გარდა.
მომავალი
მხოლობითი
მრავლობითი
ag-am
ag-emus
ag-es
ag-etis
ag-et
ag-ent
წარსული იწარმოება ისევე როგორც პირველი ორი უღლებისთვის, ოღონს მოკლე ფუძისეული -e გარდაიქმნება გრძელ -e-თ.
წარსული
მხოლობითი
მრავლობითი
ag-egam
ag-ebamus
ag-ebas
ag-ebatis
ag-ebat
ag-ebant
მესამე უღლების -io-თი დასრულებული ზმნები წარსულს და მომავალს შემდეგი სქემით აწარმოებენ:
მომავალი
მხოლობითი
მრავლობითი
capi-am
capi-emus
capi-es
capi-etis
capi-et
capi-ent
წარსული
მხოლობითი
მრავლობითი
capi-ebam
capi-ebamus
capi-ebas
capi-etis
capi-ebat
capi-ebant
როგორც ვხედავთ წარსულში ba მარცვლის წინ ემატება e. ყურადღება მიააქციეთ ამას.