ვიკიწიგნები:ადმინისტრატორების არჩევნები
იერსახე
აქ იმართება მომხმარებლების ადმინისტრატორად არჩევნები და დაკავშირებული განხილვები
- ვიკისაზოგადოება ადმინისტრატორის სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიპედიის კანონებს. ნომინანტებს ვიკიწიგნებში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ადმინისტრატორები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიწიგნების „ოფიციალური სახე“. ადმინისტრატორები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. ადმინისტრატორობა დამატებითი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათთვის არსებობს ასევე ცალკე კანონები. ადმინისტრატორის ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ადმინისტრაციული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.
გადაწყვეტილების მიღება
- ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს ვიკიწიგნებში უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის კანდიდატურა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაც დაშვებულია. ნომინაცია შვიდი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს სწერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს ბიუროკრატი, რომელსაც ადმინისტრატორის გააქტიურება ეხება, განიხილავს დისკუსიას რათა დარწმუნდეს, რომ არსებობს საერთო კონსენსუსი წამოყენებული კანდიდატურის შესახებ.
- რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.
როგორ შეიძლება გავხდე ადმინისტრატორი?
- კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 3 თვის წინ.
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და მინიმუმ 1000 რედაქტირება უნდა ჰქონდეს.
- კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.
კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები
- კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
- კენჭის ყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს (მომხრე)-თი, (ნეიტრალური)-თ, ან (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
- საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
- მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერბით ქართულ ვიკიწიგნებში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
- დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
- კენჭის ყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.