დახმარება:შესვლა
შესავალი | მოდულები | რედაქტირება | ახალი წიგნი | შესვლა
სისტემაში შესვლა არაა აუცილებელი გვერდების ნახვისთვის და არც მათი რედაქტირებისთვის. მიუხედავად ამისა სისტემაში შესვლა გაძლევთ დამატებით რედაქტირების ფუნქციებს, ამიტომ ასე მოქცევა რეკომენდირებულია.
შესვლა
[რედაქტირება]ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც ვიკიწიგნები გიცნობთ. სისტემა უარს გეტყვით იმ სახელით დარეგისტრირებაზე, რომელიც უკვე არსებობს. მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ ერთხელ იქმნება. შემდეგ "შედიხართ". შემდეგ შესვლაზე სისტემას უნდა უთხრათ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რითაც ამოცნობილი იქნებით.
თქვენს მიერ განხორციელებული რედაქტირებების ჩანაწერი შეინახება. თუ კი არ ხართ შესული, მაშინ რედაქტირების ჩანაწერები მიენიჭება თქვენს IP მისამართს.
რისთვისაა საჭირო შესვლა?
[რედაქტირება]შესვლა არ გჭირდებათ ნებისმიერი ვიკის წასაკითხად. რედაქტირებისთვისაც არაა საჭირო შესვლა, რედაქტირება ყველას შეუძლია თითქმის ყველა გვერდზე.
მიუხედავად ამისა, შესვლის მიზეზები არსებობს:
- სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ თქვენი რედაქტირებების ხილვა. სხვაგვარად დაფიქსირდება მხოლოდ თქვები IP მისამართი.
- თქვენ გექნებათ საკუთარი მომხმარებლის გვერდი, რომელზეც შეძლებთ საკუთარი თავის წარდგენას და მომხმარებლის განხილვის გვერდი, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის.
- შეძლებთ ცვლილებების მონიშვნას მცირე შესწორებად.
- შეძლებთ თქვენთვის საინტერესო გვერდების ცვლილებების თვალყურის დევნას კონტროლის სიის მეშვეობით.
- თუ შეიყვანთ ელფოსტის მისამართს, სხვა მომხმარებლები შეძლებენ თქვენთან მოწერას. ეს ფუნქცია იცავს ანონიმურობას, ვინაიდან სხვები თქვენს მისამართს ვერ დაინახავენ და ისე მოგწერენ.
- შეძლებთ გვერდების სახელების შეცვლას.
- შეძლებთ თქვენი პარამეტრების შეცვლას.
როგორ შევიდე
[რედაქტირება]შესვლა და პარამეტრების გამართვა ყოველ ვიკიზე ცალ-ცალკე ხდება.
ჯერ დარწმუნდით, რომ თქვენს ბრაუზერს აქვს ქუქების მხარდაჭერა. ზოგ ბრაუზერს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ქუქები ხალკეული გვერდებიდან; თქვენ უნდა მიაღებინოთ ბრაუზერს ქუქები ვიკის დომეინებიდან.
შესვლისთვის ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპეთ შესვლას. თქვენ მოგეთხოვებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანა. თუ ადრე არ შესულხართ, პაროლის ორჯერ შეყვანა მოგიწევთ.
თუ გსურთ, შეგიძლიათ ელფოსტის მისამართი ჩაწეროთ. სხვა მომხმარებლები შეძლებენ მოწერას, მაგრამ ფოსტის მისამართს ვერ ნახავენ.
თუ მონიშნავთ პაროლის დამახსოვრებას, მაშინ იგივე კომპიუტერიდან ვიკიწიგნებზე შესვლისას პაროლის განმეორებით მითითება აღარ დაგჭირდებათ.
თუ პაროლი დამავიწყდა?
[რედაქტირება]თუ რეგისტრაციისას ან შემდგომ, პარამეტრებში, შეიყვანეთ ელფოსტის მისამართი, მაშინ შესვლის ეკრანზე შეგიძლიათ მოითხოვოთ ელფოსტით დროებითი პაროლის გამოგზავნა, რომლითაც შეძლებთ შესვლას. თუ კი ელფოსტის მისამართი არ გაქვთ შეყვანილი, მაშინ მოგიწევთ ანგარიშის თავიდან შექმნა.
მომხმარებლის სახელი
[რედაქტირება]მომხმარებლის სახელად შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც მეტსახელი, ასევე ნამდვილი სახელი. ეს არაა ფორუმი ან ჩეთი, ამიტომ რეკომენდირებულია დარეგისტრირდეთ ნამდვილი სახელით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართული ან ინგლისური ანბანი.
პარამეტრების გამართვა
[რედაქტირება]ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპეთ ჩემს კონფიგურაციას სხვადასხვა პარამეტრების დასაყენებლად, როგორიცაა:
- პაროლის შეცვლა.
- ტყავის შეცვლა, რაც ცვლის გვერდების იერსახეს.
იხილეთ დახმარება:პარამეტრები.
თქვენი მომხმარებლის გვერდი და განხილვის გვერდი
[რედაქტირება]შესვლის შემდეგ, შეძლებთ საკუთარი მომხმარებლის გვერდის და განხილვის გვერდი. შესვლის შემდეგ ზედა ზოლში დაინახავთ საკუთარ სახელს. დააწკაპეთ მასზე და გაიხსნება გვერდი, რომლის რედაქტირებასაც შეძლებთ როგორც ჩოულებრივი ვიკი გვერდის რედაქტირებას.
მომხმარებლები როგორც წესი თავის გვერდზე იძლევიან საკუთარ თავზე მოკლე ინფორმაციას და წერენ საკუთარ ინტერესებზე.
თქვენ ასევე გაქვთ მომხმარებლის განხილვის გვერდი. მისი ხილვა შეგიძლიათ ჩემს განხილვაზე დაწკაპებით, ზედა ზოლში. სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენს განხილვაში შეტყობინებები დაგიტოვონ. იხილეთ დახმარება:განხილვა მეტი ინფორმაციისთვის.
გამოსვლა
[რედაქტირება]გამოსვლა ნებისმიერრ დროს შეგიძლიათ, ამისთვის დააწკაპეთ გამოსვლის ბმულს ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში.