PHP/PHP სტრინგები
ვიკიწიგნებიდან
სარჩევი |
[რედაქტირება] სტრინგები PHP-ში
სტრინგ ცვლადები გამოიყენებიან, იმ მნიშვნელობებისათვის რომლებიც შეიცავენ ასოებს. სტრინგის შექმნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მის მართვას. სტრინგი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფუნქციაში, ან დაბრუნდეს ცვლადად. ქვემოთ, PHP სკრიფტი ქმნის სტრინგს "Hello World" $txt სტრინგ ცვლადში:
<?php $txt="Hello World"; echo $txt; ?>
სკრიფტის შედეგი იქნება:
Hello World
ახლა ვცადოთ გამოვიყენოთ განსხვავებული ფუნქციები და ოპერატორები ჩვენი სტრინგის სამართავად.
[რედაქტირება] გაერთიანების ოპერატორი
გაერთიანების ოპერატორი (.) გამოიყენება ორი სტინგ მნიშვნეობის შესაერთებლად. მაგალითი:
<?php $txt1="Hello World"; $txt2="1234"; echo $txt1 . " " . $txt2; ?>
სკრიფტის შედეგი იქნება:
Hello World 1234
თუ დავაკვირდებით სკრიფტს, ჩვენ შევამჩნევთ რომ გაერთიანების ოპერატორი გამოვიყენეთ ოჯერ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ჩავსვით მესამე სტრინგი. მესამე სტრინგი კი არის ბრჭყალებს შორის მოქცეული სივრცე.
[რედაქტირება] STRLEN() ფუნქციის გამოყენება
strlen() ფუნქცია გამოიყენება სტრინგის სიგრძის შესამოწმებლად. შევამოწმოთ "Hello world!" სტრინგის სიგრძე:
<?php
echo strlen("Hello world!");
?>
სკრიფტის შედეგი:
12
[რედაქტირება] STRPOS() ფუნქციის გამოყენება
strpos() ფუნქცია გამოიყენება სტრინგში, სტრინგის ან ასოს საძებნელად. თუ სტრინგში მოიძებნა დამთხვევა, ეს ფუნქცია დააბრუნებს პირველი დამთხვევის პოზიციას. თუ დამთხვევა არაა ნაპოვნი, მაშინ ის დააბრუნებს : FALSE. მაგალითი:
<?php
echo strpos("Hello world!","world");
?>
სკრიფტის შედეგი:
6
როგორც ვხედავთ ჩვენს სტრინგში დამთხვევა "world" არის მეექვსე ადგილზე. მიზეზი იმისა რომ დამთხვევა არის მეექვსე ადგილზე და არა მეშვიდეზე, არის ის რომ ათვლა იწყება 0-დან და არა 1-დან.