PHP/PHP სინტაქსი
ვიკიწიგნებიდან
[რედაქტირება] ბაზური PHP სინტაქსი
PHP სკრიფტინგის ბლოკი ყველთვის იწყება შემდეგით : <?php და მთავრდება შემდეგით: ?>. PHP ბლოკი შესაძლოა განთავსდეს დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე. სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტენოგრაფიას, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სკრიფტინგის ბლოკი შემდეგით : <? და დავამთავროთ შემდეგით: ?>. თუმცა, მაქსიმალური კომფორტულობისათვის რეკომენდირებულია დავიწყოთ შემდეგით: <?php.
<?php ?>
PHP ფაილი შეიცავს HTML ტეგებს, ისევე, როგორც HTML ფაილი და ზოგიერთი PHP სკრიფტინგის კოდი. ქვემოთ მოცემულია PHP სკრიფტის უბრალო მაგალითი, რომელიც ბრაუზერში აბრუნებს "Hello World" :
<html> <body> <?php echo "Hello World"; ?> </body> </html>
თითოეული კოდის ხაზი PHP-ში უნდა დასრულდეს წერტილ-მძიმით. წერტილ-მძიმე არის სეპარატორი და გამოიყენება ერთი ინსტრუქციის, მეორესგან განსხვავებისათვის. PHP-ში არსებობს ტექსტის დაბეჭდვის ორი ბაზური ცნობა: echo და print. წინა მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ echo.
[რედაქტირება] კომენტარები PHP-ში
PHP-ში, ჩვენ ვიყენებთ // -ს, რათა შევქმნათ ერთ ხაზიანი კომენტარი, ხოლო /* და*/ გამოიყენება დიდი კომენტარის ბლოკის გასაკეთებლად.
<html> <body> <?php //This is a comment /* This is a comment block */ ?> </body> </html>