PHP/PHP მასივები
ვიკიწიგნებიდან
სარჩევი |
[რედაქტირება] რა არის მასივი?
როდესაც ვმუშაობთ PHP-ში, ადრე თუ გვიან, დაგვჭირდება შევქმნათ მრავალი მსგავსი ცვლადი. იმის მაგივრად რომ შევქმნათ მრავალი ცვლადი, ჩვენ შეგვიძლია მოვაქციოთ ის მასივში. მასივში თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი ID, ამიტომ მასთან მიმართვა იქნება ძალიან ადვილი. ქვემოთ მოყვანილია სამი განსხვავებული მასივი:
- Numeric array(რიცხობრივი მასივი) - მასივი რიცხობრივი ID გასაღებით
- Associative array(ასოცირებული მასივი) - მასივი, სადაც თითორული ID გასაღები ასოცირებულია მნიშვნელობასთან.
- Multidimensional array(მულტისივრცული მასივი) - მასივი შეიცავს ერთ ან მეტ მასივს.
[რედაქტირება] რიცხობრივი მასივები
არსებობს სხვადასხვა გზა რიცხობრივი მასივის შექმნისა.
მაგალითი 1:
მაგალითი, სადაც ID გასაღები შექმნილია ავტომატურად:
$names = array("Peter","Quagmire","Joe");
მაგალითი 2:
მაგალითი, სადაც ID გასაღები ხელით უნდა მივუთითოთ:
$names[0] = "Peter"; $names[1] = "Quagmire"; $names[2] = "Joe";
ID გასაღებები შესაძლოა გამოვიყენოთ სკრიპტში:
<?php $names[0] = "Peter"; $names[1] = "Quagmire"; $names[2] = "Joe"; echo $names[1] . " and " . $names[2] . " are ". $names[0] . "'s neighbors"; ?><pre> კოდი დაბეჭდავს: <pre>Quagmire and Joe are Peter's neighbors
[რედაქტირება] ასოცირებული მასივები
როდესაც ვაბრუნებთ სპეციფიური სახელების მონაცემებს, რიცხვითი მასივი ყოველთვის არ გამოგვადგება.
ასოცირებული მასივით ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელობები გამოვიყენოთ, როგორც გასაღებები და მივანიჭოთ მათ მნიშვნელობები.
მაგალითი 1:
ამ მაგალითში, მასივი სხვადასხვა პიროვნებებს ანიჭებს წლოვანებებს:
$ages = array("Peter"=>32, "Quagmire"=>30, "Joe"=>34);
მაგალითი 2:
ეს მაგალითი იგივეა რაც პირველი მაგალითი, მხოლოდ აჩვენებს მასივის შექმნის განსხვავებულ გზას:
$ages['Peter'] = "32"; $ages['Quagmire'] = "30"; $ages['Joe'] = "34";
ID გასაღებები შესაძლებელია გამოვიყენოთ სკრიპტში:
<?php $ages['Peter'] = "32"; $ages['Quagmire'] = "30"; $ages['Joe'] = "34"; echo "Peter is " . $ages['Peter'] . " years old."; ?>
კოდი დაბეჭდავს:
Peter is 32 years old.
[რედაქტირება] მულტისივრცული მასივები
მაგალითი:
ამ მაგალითში ჩვენ შევქმნით მულტისივრცულ მასივებს, ავტომატურად მინიჭებული ID გასაღებებით:
$families = array ( "Griffin"=>array ( "Peter", "Lois", "Megan" ), "Quagmire"=>array ( "Glenn" ), "Brown"=>array ( "Cleveland", "Loretta", "Junior" ) );
ქვემოთ მოყვანილი მასივი გამოიყურება ასე, თუ დაწერილია ბეჭდვაზე:
Array ( [Griffin] => Array ( [0] => Peter [1] => Lois [2] => Megan ) [Quagmire] => Array ( [0] => Glenn ) [Brown] => Array ( [0] => Cleveland [1] => Loretta [2] => Junior ) )
მაგალითი 2:
შევეცადოთ გამოვსახოთ ერთი მნიშვნელობა:
echo "Is " . $families['Griffin'][2] . " a part of the Griffin family?";
კოდი დაბეჭდავს:
Is Megan a part of the Griffin family?