PHP/PHP სინტაქსი

ვიკიწიგნებიდან
< PHP

ბაზური PHP სინტაქსი[რედაქტირება]

PHP-ს სინტაქსისი ჰგავს C პროგრამირების ენას. რამოდენიმე ელემენტი, ისეთი როგორიც ასოცირებული მასივები და ციკლები foreach, გადმოტანილია perl-იდან. პროგრამის მუშაობისათვის ცვლადების, მოდულების წინასწარ აღწერა არ მოითხოვება. ნებისმიერი პროგრამა შესაძლებელია დაიწყოს პირდაპირ PHP-ს ოპერატორით. უბრალო პროგრამა PHP-ზე გამოიყურება შემდეგნაირად <?php echo 'გამარჯობათ!'; ?>

PHP ასრულებს კოდს რომელიც შემოფარგლულია სპეცალური <?php ?> კომბინაციით. ის რაც არ არის მოთავსებული მათ შიგნით, გამოდის უცვლელად. ეს ძირითადად გამოიყენება HTML დოკუმენტში PHP კოდის ჩასასმელად, მაგალითად

<html>
 <head>
  <title>PHP მაგალითი</title>
 </head>
 <body>
  <?php echo 'გამარჯობა!'; ?>
 </body>
</html>



<?php ?> ფრჩხილების ნაცვლად შსაძლებელია ვარიანტები <? ?> და <script language ='php'> </script>. ამასთან მე-6 ვერსიამდე დასაშვებია ASP პროგრამირების ენის ფრჩხილების გამოყენებაც <%  %> (<? ?> და <%  %> კონსტრუქციები შეიძლება გათიშული იყოს php.ini საკონფიგურაციო ფალიდან.

კომენტარები PHP-ში[რედაქტირება]

PHP გამოიყენებს სამი ტიპის კომენტარების კონსტრუქციას:

   C-ს მსგავსად - /* */ ბლოკი, 
C++ მსგავსად (//-დან დაწყებული და სტრიქონის ბოლომდე)
UNIX გარემოს მსგავსად (#-დან დან დაწყებული სტრიქონის ბოლომდე).
<html>
<body>
<?php
//This is a comment
/*
This is
a comment
block
*/
?>
</body>
</html>