NewTek LightWave 3D/ფაილებთან მუშაობა

ვიკიწიგნებიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

LightWave-ში ჩვენ შევქმნით ობიექტების და სცენების ფაილებს, რომლებიც მოითხოვენ დამახსოვრებას და ჩატვირთვას. ამიტომ აუცილებელია შევისწავლოთ, თუ რა პრინციპით ხდება ეს.

სარჩევი

[რედაქტირება] ფაილების ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Scene (ფაილი -> ჩატვირთვა -> სცენის ჩატვირთვა)(სურ. 24). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Load Scene (სცენის ჩატვირთვა).

სურ 24. სცენი ჩატვირთვის მენიუს ბრძანება.PNG

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ საჭირო სცენის ფაილი და ვიმოქმედოთ კლავიატრაზე არსებულ Enter ღილაკზე, ან დიალოგურ ფანჯარაში არსებულ OK ღილაკზე (სურ. 25).

სურ 25. სცენის ჩატვირთვის დიალოგური ფანჯარა.PNG

[რედაქტირება] ფაილების დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Scene (ფაილი -> დამახსოვრება -> სცენის დამახსოვრება)(სურ. 26). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Save Scene (სცენის დამახსოვრება).

სურ 26. სცენის დამახსოვრების მენიუს ბრძანება.png

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მივუთითოთ ფაილის სახელი და ვიმოქმედოთ Save ღილაკზე (სურ. 27).

სურ 27. სცენის დამახსოვრების დიალოგური ფანჯარა.png

[რედაქტირება] ობიექტის ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Object (ფაილი -> ჩატვირთვა -> ობიექტის ჩატვირთვა).

[რედაქტირება] ობიექტის ფაილის ჩატვირთვა MODELER ინტერფეისში

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File(ფაილი) -> Load Object (ობიექტის ჩატვირთვა), ან Shift+Ctrl ღილაკებზე თითის აუშვებლად ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკზე და ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუში ვიმოქმედოთ ღილაკზე L.

[რედაქტირება] ფაილის დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Current Object (ფაილი -> დამახსოვრება -> მიმდინარე ობიექტის დამახსოვრება).

პირადი ხელსაწყოები