NewTek LightWave 3D/განათების პარამეტრების დაყენება

ვიკიწიგნებიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[რედაქტირება] განათების ფერის შეცვლა

1.შევქმნათ სცენა, რომელიც შეიცავს რამოდენიმე ობიექტს.
2.ვიმოქმედოთ ღილაკზე Lights, ან კლავიატურაზე არსებულ L ღილაკზე, რათა Lightwave გადავიყვანოთ სინათლის წყაროს გამოყოფის რეჟიმში(სურ. 306).

სურათი:სურ 306. Lights რეჟიმში გადასვლა.gif

3.გამოვყოთ სინათლის წყარო.
4.გავხსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
5.ვიმოქმედოთ Light Color პალიტრის გასახსნელ ღილაკზე(სურ. 307). გაიხსნება სისტემური პალიტრა.

სურათი:სურ 307. პალიტრის გახსნა.gif

6.ავირჩიოთ სასურველი ფერი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე(სურ. 308).

სურათი:სურ 308. სისტემური პალიტრა.png

არსებობს განათების ფერის შეცვლის სხვა საშუალებაც. თაგუნას მარცხენა ღილაკის დახმარებით შევცვალოთ ციფრები ველში Light Color და ჩვენ ხელით შევძლებთ ფერის დაყენებას, წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების გამოყენებით.

[რედაქტირება] სინათლის ინტენსივობის შეცვლა

1.შევასრულოთ 1-4 ნაბიჯი.
2.ჩამოსაშლელ მენიუში Current Light ავირჩიოთ წყაროს სახელი, რომლის შეცვლაც გვსურს(სურ. 309).
3.ველში Light Instensity შევიყვანოთ სინათლის ინტენსივობის მნიშვნელობა.

სურათი:სურ 309. სინათლის წყაროს არჩევა.gif

[რედაქტირება] AFFECT DIFFUSE და AFFECT SPECULAR პარამეტრების გათიშვა

1.შევქმნათ სცენა პრიმიტივებით(სურ. 310).

სურათი:სურ 310. წითელი სფერო.gif

2.გავხვსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
3.გავთიშოთ პარამეტრები Affect Diffuse , ან Affect Specular(სურ. 311). ამის შემდეგ რეზულტატი იქნება ისეთივე, როგორც 312-ე და 313-ე სურათებზეა ნაჩვენები.

სურათი:სურ 311. Affect Diffuse და Affect Specular პარამეტრების გათიშვა.gif

სურათი:სურ 312. პარამეტ Affect Diffuse-ის გათიშვის შემდეგ.gif

სურათი:სურ 313. პარამეტრ Affect Specular-ის გათიშვის შემდეგ.gif

პირადი ხელსაწყოები