NewTek LightWave 3D/ფაილებთან მუშაობა

ვიკიწიგნებიდან

LightWave-ში ჩვენ შევქმნით ობიექტების და სცენების ფაილებს, რომლებიც მოითხოვენ დამახსოვრებას და ჩატვირთვას. ამიტომ აუცილებელია შევისწავლოთ, თუ რა პრინციპით ხდება ეს.

ფაილების ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში[რედაქტირება]

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Scene (ფაილი -> ჩატვირთვა -> სცენის ჩატვირთვა)(სურ. 24). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Load Scene (სცენის ჩატვირთვა).

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ საჭირო სცენის ფაილი და ვიმოქმედოთ კლავიატრაზე არსებულ Enter ღილაკზე, ან დიალოგურ ფანჯარაში არსებულ OK ღილაკზე (სურ. 25).

ფაილების დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში[რედაქტირება]

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Scene (ფაილი -> დამახსოვრება -> სცენის დამახსოვრება)(სურ. 26). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Save Scene (სცენის დამახსოვრება).

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მივუთითოთ ფაილის სახელი და ვიმოქმედოთ Save ღილაკზე (სურ. 27).

ობიექტის ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში[რედაქტირება]

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Object (ფაილი -> ჩატვირთვა -> ობიექტის ჩატვირთვა).

ობიექტის ფაილის ჩატვირთვა MODELER ინტერფეისში[რედაქტირება]

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File(ფაილი) -> Load Object (ობიექტის ჩატვირთვა), ან Shift+Ctrl ღილაკებზე თითის აუშვებლად ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკზე და ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუში ვიმოქმედოთ ღილაკზე L.

ფაილის დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში[რედაქტირება]

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Current Object (ფაილი -> დამახსოვრება -> მიმდინარე ობიექტის დამახსოვრება).