HTML/HTML ბლოკები
ვიკიწიგნებიდან
სარჩევი |
[რედაქტირება] ბლოკები
ბლოკების მეშვეობით თქვენ შეძლებთ ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გამოსახოთ ერთზე მეტი HTML დოკუმენტი. თითოეულ HTML დოკუმენტს ქვია ბლოკი და თითოეული ბლოკი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ბლოკების გამოყენების არახელსაყრელი პირობები:
- ვებმასტერმა უნდა აკონტროლოს ერთზე მეტი HTML დოკუმენტის სიგრძე.
- სრული გვერდის დაბეჭდვა ძალიან ძნელია.
[რედაქტირება] ბლოკების ნაკრების ტეგები
- <frameset> ტეგი განსაზღვრავს ფანჯრის ბლოკებად დაყოფას.
- თითოეული ბლოკების ნაკრების ტეგი განსაზღვრავს სტრიქონების, ან სვეტების განლაგებას.
- სტრიქონების/სვეტების მნიშვნელობების რაოდენობა მიუთითებენ ეკრანის არეს, რომელსაც იკავებენ სტრიქონები/სვეტები.
[რედაქტირება] ბლოკის ტეგი
- <frame> ტეგი განსაზღვრავს HTML დოკუმეტში ბლოკების სათითაოდ ჩადებას.
მაგალითში მოყვანილია ბლოკების ნაკრები ორი სვეტით. პირველი სვეტი იკავებს ფანჯრის 25%-ს, ხოლო მეორე 75%-ს. HTML დოკუმენტი "frame_a.htm" ჩადებულია პირველ ბლოკში, ხოლო "frame_b.htm" მეორეში :
<frameset cols="25%,75%"> <frame src="frame_a.htm"> <frame src="frame_b.htm"> </frameset>
[რედაქტირება] ბაზური ჩანაწერები - გამოყენებადი წვრილმანები
თუ ბლოკს აქვს საზღვარი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია ბლოკის ზომის შეცვლა, საზღვრის გადაადგილებით. იმისათვის რომ მომხმარებელს არ შეეძლოს ამის გაკეთება, შეგიძლიათ ჩაამატოთ noresize="noresize" - <frame> ტეგში.
ჩაამატეთ <noframes> ტეგი ბრაუზერებისათვის, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ბლოკებს.
მნიშვნელოვანი: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ <body></body> ტეგი <frameset></frameset> ტეგთან ერთად! თუ თქვენ დაამატებთ <noframes> ტეგს, რომელიც შეიცავს ტექსტს ბრაუზერისთვის, მაშინ ის არ უზრუნველოყფს ბლოკებს, და თქვენ გექნებათ გარშემორტყმული ტექსტი <body></body> ტეგში!
[რედაქტირება] ბლოკის ტეგები
ბლოკის ტეგები
|