HTML/HTML ბლოკები

ვიკიწიგნებიდან

ბლოკები[რედაქტირება]

ბლოკების მეშვეობით თქვენ შეძლებთ ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გამოსახოთ ერთზე მეტი HTML დოკუმენტი. თითოეულ HTML დოკუმენტს ჰქვია ბლოკი და თითოეული ბლოკი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ბლოკების გამოყენების არახელსაყრელი პირობები:

  • ვებმასტერმა უნდა აკონტროლოს ერთზე მეტი HTML დოკუმენტის სიგრძე.
  • სრული გვერდის დაბეჭდვა ძალიან ძნელია.

ბლოკების ნაკრების ტეგები[რედაქტირება]

  • <frameset> ტეგი განსაზღვრავს ფანჯრის ბლოკებად დაყოფას.
  • თითოეული ბლოკების ნაკრების ტეგი განსაზღვრავს სტრიქონების, ან სვეტების განლაგებას.
  • სტრიქონების/სვეტების მნიშვნელობების რაოდენობა მიუთითებენ ეკრანის არეს, რომელსაც იკავებენ სტრიქონები/სვეტები.

ბლოკის ტეგი[რედაქტირება]

  • <frame> ტეგი განსაზღვრავს HTML დოკუმეტში ბლოკების სათითაოდ ჩადებას.

მაგალითში მოყვანილია ბლოკების ნაკრები ორი სვეტით. პირველი სვეტი იკავებს ფანჯრის 25%-ს, ხოლო მეორე 75%-ს. HTML დოკუმენტი "frame_a.htm" ჩადებულია პირველ ბლოკში, ხოლო "frame_b.htm" მეორეში :

<frameset cols="25%,75%">
   <frame src="frame_a.htm">
   <frame src="frame_b.htm">
</frameset>

ბაზური ჩანაწერები - გამოყენებადი წვრილმანები[რედაქტირება]

თუ ბლოკს აქვს საზღვარი, მაშინ მომხმარებელს შეუძლია ბლოკის ზომის შეცვლა, საზღვრის გადაადგილებით. იმისათვის რომ მომხმარებელს არ შეეძლოს ამის გაკეთება, შეგიძლიათ ჩაამატოთ noresize="noresize" - <frame> ტეგში.
ჩაამატეთ <noframes> ტეგი ბრაუზერებისათვის, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ბლოკებს.
მნიშვნელოვანი: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ <body></body> ტეგი <frameset></frameset> ტეგთან ერთად! თუ თქვენ დაამატებთ <noframes> ტეგს, რომელიც შეიცავს ტექსტს ბრაუზერისთვის, მაშინ ის არ უზრუნველოყფს ბლოკებს, და თქვენ გექნებათ გარშემორტყმული ტექსტი <body></body> ტეგში!

ბლოკის ტეგები[რედაქტირება]

ბლოკის ტეგები
ტეგი აღწერა
<frameset> განსაზღვრავს ბლოკების დასმას
<frame> განსაზღვრავს ბლოკს
<noframes> განსაზღვრავს ბლოკებს ბრაუზერებისათვის, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ბლოკებს
<iframe> განსაზღვრავს ჩასმულ ბლოკებს