Graphisoft ArchiCAD/2.4. ინტერფეისის სხვა ელემენტები

ვიკიწიგნებიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

[რედაქტირება] საწყისი დიალოგი

ArchiCAD-ის გაშვებისას ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Start ArchiCAD (ArchiCAD-ის გაშვება) (სურ. 42). ამ ფანჯრის დახმარებით შესაძლებელია ავირჩიოთ პროგრამის გაშვების ერთ-ერთი ვარიანტი :

  • ახალი პროექტის დაწყება ბოლოს გამოყენებული პარამეტრებით, შაბლონებით, ან თავდაპირველი პარამეტრებით.
  • არსებული ფაილის გახსნა;
  • ჯგუფურ პროექტში ჩართვა;

არსებული ფაილის ArchiCAD-ში თაგუნას ღილაკზე ორჯერადი მოქმედეით გახსნისას საწყისი დიალოგი, არ გამოდის.

სურათი:სურ 42. საწყისი დიალოგი.gif


[რედაქტირება] ელემენტების პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯარა

ArchiCAD-ში პროექტის ყველა ელემენტს გააჩნია პარამეტრები, რომელიც აღწერილია პარამეტრების კრებულის მეშვეობით და რომლის საშუალებითც ნებისმიერი ელემენტის პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია პროექტზე მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. ელემენტების პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია მათი დიალოგური ფანჯრებიდან(სურ. 43).

სურათი:სურ 43. ელემენტების პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯარა.gif

პარამეტრების სხვადასხვა ჯგუფები დაჯგუფებულნი არიან დიალოგური ფანჯრის რგოლებში. ელემენტის ტიპიდან გამომდინარე ფანჯარას შეისაძლოა გააჩნდეს ერთიდან, ათამდე ელემენტების დამახასიათებელი პარამეტრების შემცველი რგოლი(ელემენტის შექმნის საშუალებები, მისი ზომები, გეგმაზე, ჭრილებზე, ფასადებზე, ЗD ფანჯრებზე და პროექტის ადგილებზე წარმოდგენა). რგოლების დახურვა/გახსნა ხდება რგოლის სათაურზე თაგუნას მარცხენა ღილაკზე მოქმედებით. თუ გახსნილია რომელიმე რგოლი, მეორე რგოლის გახსნისას, რომელიც ფანჯრის ზომაზე დიდია, პირველი რგოლი ავტომატურად იხურება. ბიბლიოთეკური ელემენტების პარამეტრების დიალოგური ფანჯარა, ასევე შეიცავს ბიბლიოთეკის ელემენტების ნავიგაციებს და ბიბლიოთეკის შემცველობის დასათვარიელებელ ფანჯარას(სურ. 44). ელემენტების ნავიგაციისა და დასათვარიელებელი ფანჯრის ფორმის მართვა შესაძლებელია თაგუნას დახმარებით ჩამოსაშლელ მენიუში, რომელიც მდებარეობს დიალოგური ფანჯრის მარცხენა ზედა კუთხეში(სურ. 45).

სურათი:სურ 44. ბიბლიოთეკური ელემენტების დიალოგური ფანჯარა.gif

სურათი:სურ 45. ელემენტების ნავიგაციისა და დასათვარიელებელი ფანჯრის ფორმის მართვა.gif

[რედაქტირება] ინტელექტუალური კურსორი

ArchiCAD-ის მომხმარებლის საქმის გასაადვილებლად არსებობს ინტელექტუალური კურსორი. მისი ”ინტელექტუალობა” გამომდინარეოს იქიდან, რომ მას შეუძლია შეიცვალოს ფორმა სხვადასხვა სიტუაციებში. ის განსაზღვრავს პროექტის მიმდინარე მდგომარეობას და ეხმარება კონსტრუქორს ორიენტირებაში.
ქვემოთ მოცემულია ყველა შესაძლო ფორმა, რომელსაც კურსორი იღებს სხვადასხვა სიტუაციებში :

სურათი:ico48.gif- მიზანი - ჩნდება სამუშაო ფანჯრის ცარიელ ადგილზე კურსორის ყოფნისას;
სურათი:ico11.gif- ნიშანი - მიუთითებს პროექტის ელემენტების ღერძთან მდებარეობას;
სურათი:ico12.gif- მუქი ნიშანი - მიუთითებს პროექტის ელემენტების ღერძების წვეროებთან მდებარეობას;
სურათი:ico13.gif- მერსედესი - მიუთითებს ელემენტის ბადესთან მდებარეობას;
სურათი:ico14.gif- მუქი მერსედესი - მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
სურათი:ico15.gif- გადაკვეთა - მიუთითებს ელემენტების გადაკვეთის მდებარეობას;
სურათი:ico16.gif- ისარი - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ ჩნდება სამუშაო ფანჯრის ცარიელ ადგილზე ყოფნისას;
სურათი:ico17.gif- ისარი ნიშნით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ობიექტის მთავარი წერტილის მდებარეობას;
სურათი:ico18.gif- ისარი მუქი ნიშნით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს კედლის მთავარი ღერძის წვეროების და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
სურათი:ico19.gif- კურსორი მერსედესით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ელემენტის ბადესთან მდებარეობას;
სურათი:ico20.gif- კურსორი მუქი მერსედესით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
სურათი:ico21.gif- კურსორი გადაკვეთით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ელემენტების გადაკვეთის მდებარეობას;
სურათი:ico22.gif- კურსორი პერპენდიკულარობის ნიშნით - მიუთითებს ბადესთან, ან თაღთან პერპენდიკულარულად მიერთებას ელემენტის გადაადგილებისას;
სურათი:ico23.gif- კურსორი მხების ნიშნით - მიუთითებს თაღთან მხებით მიერთებას ელემენტის გადაადგილებისას;
სურათი:ico24.gif- ღრუბელი - ჩნდება ჰორიზონტალური და პერსპექტიული ЗD პროექტირების ფანჯარაში ცარიელ ადგილას ყოფნისას;
სურათი:ico25.gif- თეთრი ფანქარი - ჩნდება ცარიელ ადგილას ყოფნისას, ელემენტის შექმნის ან რედაქტირების დროს;
სურათი:ico26.gif- შავი ფანქარი თეთრი სათავით - მიუთითებს მთავარი წერტილის მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
სურათი:ico27.gif- შავი ფანქარი - მიუთითებს კედლის მთავარი ღერძის წვეროებთან, ან თაღის ღეძულ ხაზებთან მიერთებას ელემენტის შექმნისას ან რედაქტირებისას;
სურათი:ico28.gif- წახნაგა ფანქარი - მიუთითებს ელემენტის ბადესთან მიერთებას ელემენტების შექმნისას, ან რედაქტირებისას;
სურათი:ico29.gif- წახნაგა ფანქარი შავი სათავით - მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან, ან თაღის ღერძულ ხაზთან მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
სურათი:ico30.gif- მახვილი ფანქარი გადაკვეთით - მიუთითებს ელემენტების ბადეების გადაკვეთის წერტილების მდებარეობას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
სურათი:ico31.gif- მახვილი ფანქარი პერპენდიკულარობის ნიშნით - მიუთითებს ბადესთან, ან თაღთან პერპენდიკულარულად მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
სურათი:ico32.gif- მახვილი ფანქარი მხებით - მიუთითებს საზღვრებთან მიერთებას;
სურათი:ico33.gif- ჯადოსნური ჯოხი - ჩნდება არსებული ელემენტების ავტომატური კონტურის ნაკვალევის დატოვებისას, ახალი ელემენტების შესაქმნელად;
სურათი:ico34.gif- ცარიელი პიპეტი - ელემენტის პარამეტრების დიალოგურ ფანჯარაში გადაცემისას ჩნდება ესკიზის ცარიელ ადგილას;
სურათი:ico35.gif- ცარიელი შპრიცი - დიალოგურ ფანჯარიდან ელემენტზე პარამეტრების გადაცემისას ჩნდება ესკიზის ცარიელ ადგილას;
სურათი:ico36.gif- სავსე პიპეტი - ელემენტის პარამეტრების დიალოგურ ფანჯარაში გადაცემისას ჩნდება ელემენტზე კურსორის ყოფნისას;
სურათი:ico37.gif- სავსე შპრიცი - დიალოგურ ფანჯარიდან ელემენტზე პარამეტრების გადაცემისას ჩნდება ელემენტზე კურსორის ყოფნისას;
სურათი:ico38.gif- მაკრატელი - ჩნდება ელემენტების ამოჭრისას;
სურათი:ico39.gif- თვალი - პროგრამის მოთხოვნაზე პასუხად ჩნდება მიმართულების მითითებისას (მაგალითად, სახურავის დახრილობის მიმართულება);
სურათი:ico40.gif- ორმაგი თვალი - ჩნდება ფანჯრებისა და კარებების კედელში საჭირო მხარეს ჩასმის განსასაზღვრავად;
სურათი:ico41.gif- ჩაქუჩი - ჩნდება განზომილებიანი ხაზის, კუთხური ზომის, აღნიშვნის დონის, ზონის მასშტაბის და დაშტრიხული არის განთავსების ადგლის მითითების დროს;
სურათი:ico42.gif- სამთითა - ჩნდება მონიშვნის მოძრავი ჩარჩოს გადაადგილებისას და ბუფერის შემცველობის პროექტში ჩასმისას;
სურათი:ico43.gif- გადიდება - ჩნდება გამოსახულების გადიდების დროს;
სურათი:ico44.gif- დაპატარავება - ჩნდება გამოსახულების დაპატარავების დროს;
სურათი:ico45.gif- ხელი - ჩნდება პანორამის შეცვლის დროს;
სურათი:ico46.gif- პატარა ხელი - ჩნდება გამოსახულებაზე მონიშვნის ჩარჩოს გადაადგილებისას;
სურათი:ico47.gif- ბულდოზერი - გამოდის ფაილის ავტომატური დამახსოვრების დროს.

[რედაქტირება] კონტექსტური მენიუ

კონტექსტური მენიუ იხსნება თაგუნას მარჯვენა ღილაკზე პროექტის მთავარ და დამხმარე ფანჯრების ნებისმიერ ადგილზე მოქმედებით. კონტექსტური მენიუ შეიცავს ბრძანებეს, რომელიც შესაძლია შესრულდეს მიმდინარე მომენტში, მიმდინარე ფანჯარაში. თუკი სართულის გეგმის ფანჯარაში მონიშნულია რაიმე ელემენტი მაშინ კონტექსტური მენიუ შეიცავს მისი რედაქტირების ბრძანებებს, ხოლო თუ არცერთი ელემენტი მონიშნული არაა, მაშინ კონტექსტური მენიუ შეიცავს გამოსახულების მართვის ბრძანებებს(სურ. 46).

სურათი:სურ 46. კონტექსტური მენიუ.gif

პირადი ხელსაწყოები
Create a book
  • Add wiki page
  • Collections help