Autodesk 3D Studio Max/სამგანზომილებიანი გრაფიკისა და ვიდეოგამოსახულების შეერთება

ვიკიწიგნებიდან

სამგანზომილებიანი გრაფიკა ხშირად გამოიყენება კინო და ვიდეოინდუსტრიაში. ამ დროს რეალისტური ეფექტის შექმნისათვის, სამგანზომილებიანი გრაფიკის შემქმნელებს არც თუ ისე იშვიათად უწევთ ვიზუალიზირებული სამგანზომილებიანი გრაფიკისა და რეალური ვიდეომასალის შეერთება. ასეთი შეერთების უბრალო მაგალითი შეიძლება იყოს ვიზუალიზირებული სამგანზომილებიანი სცენა, რომლშიც ფონის სურათად გამოდის პატარა გამოსახულება, მაგალითად, გორების ფონზე მფრინავი სამგანზომილებიანი ჩიტი. სტატისტიკური სურათის ფონად გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კამერა უძრავია. სამგანზომილებიანი სცენისა და რეალური ვიდეომასალის შეერთება აკეთებს გათვლის დროის ეკონომიას. სამგანზომილებიან პროექტზე მუშაობისას ასევე მოსახერხებელია ფონად რაიმე ნახატის გამოყენება. ეს მეთოდი გამოსადეგარია მაშინ, როდესაც სამგანზომილებიან ანიმაციაზე მომუშავე აერთებს რეალურ კადრებსა და პროგრამაში შექმნილ სამგანზომილებიან ანიმაციას, ან მაღალი დონის დეტალიზაციის მქონე მედელთან მუშაობისას. იმისათვის რომ ფონად დავაყენოთ გრაფიკული ფაილი, ან ანიმაცია აუცილებელია შევასრულოთ ბრძანება Views > Viewport Background (ხედი > ფონური გამოსახულება), ან ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Alt+B. ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა ფანჯარა Viewport Background (ფონური გამოსახულება) (სურ. 159), რომელშიც შესაძლებელია Background Source (ფონის წყარო) მხარეში Files (ფაილები) ღილაკზე მოქმედებით მივუთითოთ გრაფიკული გამოსახულების გზა.

თუკი ფონური გამოსახულების ხარისხში პროექტირების ფანჯარაში არჩეულია ანიმაციური ფაილი, მაშინ იმისათვის რომ გამოსახულება შეიცვალოს ანიმაციის ყოველ კადრზე, ფანჯარაში Viewport Background (ფონური გამოსახულება) აუცილებელია ჩავრთოთ Animate Background (ფონის ანიმირება). Apply Source and Display to (წყაროს დაყენება და არეკვლა) გადამრთველის All Views (ყველა ხედი) მდგომარეობაში დაყენებისას, შესაძლებელია ფონურ სურათზე არეკვლის დასმა პროექტირების ყველა ფანჯრაში, ხოლო თუ გადამრთველს დავაყენებთ Active Only (მხოლოდ აქტიური) დგომარეობაში - არეკვლის დასმა შესაძლებელია მხოლოდ აქტიურ ფანჯარაში. ფონური სურათი, ან ანიმაცია არ ჩანს ფინალურ გამოსახულებაზე - ის ჩანს მხოლოდ პროექტირების ფანჯარაში. იმისათვის რომ ფონური სურათი ჩანდეს გათვლილ გამოსახულებაში, აუცილებელია შევასრულოთ ბრძანება Rendering > Environment (ვიზუალიზაცია > გარემო), გამოსულ ფანჯარაში Environment and Effects (გარემო და ეფექტები) Common Parameters (საერთო პარამეტრები) რგოლში ვიმოქმედოთ ღილაკზე None(გაჩუმების პრინციპით), რომელიც მდებარეობს Environment Map (გარემოს რუკა) ხაზის ქვემოთ (სურ. 160) და გარემოს რუკის ხარისხში ავირჩიოთ Bitmap (პატარა გამოსახულება).

რჩევა!
ფანჯარა Environment and Effects (გარემო და ეფექტები) -ის გამოსაძახებლად ასევე შესაძლებელია ვიმოქმედოთ ღილაკზე - 8.