Autodesk 3D Studio Max/ვიზუალიზაცია CMD-ს მეშვეობით

ვიკიწიგნებიდან

CMD-ს მეშვეობით ვიზუალიზაცია წარმოიშვა 3ds max 6-ში. 3ds max 7-ში ეს ფუნქცია სრულყოფილად დამუშავებული იყო. მაგალითად, 3ds max 7-ში სრულყოფილადაა დამუშავებული mental ray 3.3-ით ვიზუალიზაცია CMD-ს მეშვებოთ. CMD-ს მეშვეობით ვიზუალიზაციას ხშირად იყენებენ სამგანზომილებიანი ანიმაციის შემქმნელები. CMD-ს ათვისება არც ისე ადვილი საქმეა. განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს სასარგებლო შესაძლებლობა. CMD-ს მეშვეობით ვიზუალიზაცია მომხმარებელს აძლევს პაკეტური ვიზუალიზაციის საშუალებას, რაც ფაილების ჯგუფის შეთავსებულად გათვლას ნიშნავს. მაგალითად, საჭიროა სცენის ვიზუალიზირება. მანამ სანამ ვიმოქმედებთ ღილაკზე Render (ვიზუალიზირება), აუცილებელია პროგრამის კონფიგურაციებში მივუთითოთ მთავარი პარამეტრები : გამოსახულების ზომა, დასამახსოვრებელი ფაილის სახელი და ა.შ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ საჭიროა 70 სცენის რიგ-რიგობით ვიზუალიზაცია. მოგვიწევს პროგრამაში გავხსნათ თითოეული სცენა და მივუთითოთ პარამეტრები. რათქმა უნდა ეს ძალიან დიდ დროსა და ძალას წაიღებს. CMD-ს მეშვეობით ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან ადვილია. თუ საჭიროა გავითვალოთ ფაილების ჯგუფი, რომელშიც თითოეულ ფაილს გააჩნია ინდივიდუალური ვიზუალიზაციის სქემა, მაშინ მოგვიწევს შევქმნათ ვიზუალიზაციის პროცედურული სქემის ტექსტური აღწერილობა. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერ ტექსტურ ფაილში შექმნილი ფაილი(მაგალითად, Render.bat, ან Render.xml). CMD-ს მეშვეობით სცენის გათვლა ხდება Sdsmaxcmd.exe უტილიტის დახმარებით. განვიხილოთ CMD-ს მეშვეობით ვიზუალიზაციის უბრალო მაგალითი. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ - დავხუროთ პროგრამა 3ds max 7, უახლოეს მომავალში ჩვენ ის არ დაგვჭირდება. გავუშვათ CMD. ამისათვის Windows ХР-ში შევასრულოთ ბრძანება Start – Run – CMD. ეკრანზე გამოვა შავი ფანჯარა. შევიტანოთ ბრძანება С: \3dsmax7\3dsmaxcmd -?, ანუ მივუთითოთ საქაღალდე, სადაც პროგრამაა დაყენებული. ეკრანზე გამოვა ვიზუალიზაციის პარამეტრების გრძელი სია(სურ. 157).

რჩევა!
თუ პარამეტრების სია არ გამოვა, მაშინ შევამოწმოთ, გახსნილია თუ არა პროგრამა. თუკი პროგრამა დახურულია, ხოლო მითითებული ბრძანება მაინც არ მუშაობს, მაშინ გადავტვირთოთ კომპიუტერი და ახლიდან შევიყვანოთ ბრძანება. თუკი ბრძანება ამის მერეც არ იმუშავებს, მაშინ გადავაყენოთ პროგრამა.

პროგრამაში დასაშვები ყველა პარამეტრის, ცოდნა არასავალდებულოა, მაგრამ სასურველია. ყველას შესწავლა რთული საქმეა. მუშაობის პროცესში დავიმახსოვროთ ყველაზე საჭირო ბრძანებები. მაგალითად, უბრალო სცენის ვიზუალიზაცია : E:\3dsmax7\3dsmaxcmd E:\7.max.

როგორც ვხვდებით ამ ბრძანების მიხედვით ვიზუალიზირდება 7.max ფაილი(სურ. 158).

სცენის გათვლის დაწყება შესაძლებელია ისევე როგორც CMD-დან, ასევე მენიუს საშუალებით start – run. ეკრანზე გამოვა ფაილი, რომელზეც ვიზუალიზირებული იქნება მითითებული ფაილი. CMD-ში შესაძლებელია დავსვათ ვიზუალიზაციის სხვადასხვა კონფიგურაციები. მაგალითად, ხაზი C:\3dsmax7\3dsmaxcmd -frames22-37 C:\13.max ნიშნავს დაკავშირებული თანმიმდვერობით ვიზუალიზირებულ კადრებს - 22-დან 37-მდე. 800x600 ზომის გამოსახულების მიღება შესაძლებელია ბრძანებით : С: \3dsmax7\3dsmaxcmd -outputName :С : \3dsmax7\images\13.jpg -w 800 -h 600 C:\13.max. CMD-ს მეშვეობით ვიზუალიზაციის დრო ეკონომია უკეთდება სისტემურ რესურსებს.