Ajax/AJAX - XMLHttpRequest ობიექტი

ვიკიწიგნებიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონაცემების სერვერზე გაგზავნამდე, უნდა შეისწავლოთ XMLHttpRequest ობიექტის სამი მთავარი თვისება.

[რედაქტირება] onreadystatechange თვისება

სერვერზე მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, საჭიროა ფუნქცია, რომელიც მიიღებს სერვერის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს.

onreadystatechange თვისებას გააჩნია ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს პასუხის მიღებას სერვერიდან. ქვემოთ მოყვანილი კოდი საზღვრავს ცარიელ ფუნქციას და ამავდროულად აყენებს onreadystatechange თვისებას.

xmlHttp.onreadystatechange=function()
{
// We are going to write some code here
}

[რედაქტირება] readyState თვისება

readyState თვისება შეიცავს სერვერის პასუხის სტატუსს. readyState-ის ყოველ ცვლილებაზე გაეშვება onreadystatechange ფუნქცია.

ქვემოთ მოყვანილია readyState თვისების შესაძლო ვარიანტები:

მდგომარეობა აღწერა
0 მოთხოვნა არ არის ინიციალიზებული
1 მოთხოვნა დაყენდა
2 მოთხოვნა გაიგზავნა
3 მოთხოვნა დამუშავების პროცესშია
4 მოთხოვნა შესრულდა

onreadystatechange ფუნქციაში ჩაამატეთ If ოპერატორი, რათა დატესტოთ სერვერის პასუხის მიღების შედეგები:

xmlHttp.onreadystatechange=function()
{
if(xmlHttp.readyState==4)
  {
  // Get the data from the server's response
  }
}

[რედაქტირება] responseText თვისება

სერვერიდან გამოგზავნილი პასუხი შესაძლებელია მოიძებნოს responseText თვისების დახმარებით.

მაგალითი:

xmlHttp.onreadystatechange=function()
{
if(xmlHttp.readyState==4)
  {
  document.myForm.time.value=xmlHttp.responseText;
  }
}
პირადი ხელსაწყოები