ლათინური ენა/გრამატიკა/ბრძანებითი კილო

ვიკიწიგნებიდან

ბრძანებითი კილო გამოიყენება ვინმესთვის პირდაპირი მიმართვისას, როდესაც სუბიექტი მოითხოვს ობიექტისგან რაიმე მოქმედების შესრულებას. ამიტომ ბრძანებითი კილო მხოლოდ მეორე პირს ითვალისწინებს. ლათინურში აწმყო ბრძანებითი კილო იწარმოება მხოლოდ ზმნის ფუძით, ხოლო მრავლობითი ზმის ფუძისთვის -te-ს დამატებით. მაგ:

პირველი უღლების ზმნები:

lauda! laudate!

მეორე უღლების ზმნები:

mone! monete!

მესამე უღლების ზმნები:

age! agite!

ზოგი მესამე უღლების ზმნა თავდაპირველად ასევე აწარმოებდა ბრძანებით კილოს, მაგრამ კლასიკური ლათინური ენის ჩამოყალიბებისას მათ დაკარგეს ფუძისეული e. მაგალითად: dicere - dic!, facere - fac! ferre - fer! ducere - duc!. სხვა ზმნები კი ბრძანებით კილოს ზემოთ მოყვანილი წესისამებრ აწარმოებენ.

მესამე უღლების -io-ზე დაბოლოებული ზმნები ბრძანებითს აწარმოებენ როგორც მესამე უღლებიც წესიერი ზმნები:

cape! capite!

მეოთხე უღლების ზმნები ბრძანებითს აწარმოებენ შემდეგნაერად:

audi! audite!