თარგი:რჩეული ინგრედიენტი

ვიკიწიგნებიდან

შოკოლადი- ეს არომატთა დედოფალი - მრავალი ტკბილეულის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ის მზადდება მოხალული და დაფქვილი ტროპიკული კაკაოს მარცვლებისაგან. მას განვითარების საინტერესო ისტორია და გეოგრაფია გააჩნია. ამიტომ ჩვენც შოკოლადის ისტორიით დავიწყოთ მისი გაცნობა.

შოკოლადი - ღმერთების სასმელი და თვით ღმერთი ჯერ კიდევ 2600 წლის წინ პოვებს თავის ადგილს მაიას ტომელთა გულებში. სიტყვა შოკოლადი კი აცკეტების ენა ”ნაჰაულტი”-დან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით მწარე წყალს ნიშნავს.