TCP/IP/TCP/IP ელ-ფოსტა
ჩვენ არ...
[რედაქტირება]როდესაც ვწერთ ელ-ფოსტას, ჩვენ არ ვიყენებთ TCP/IP.
როდესაც ვწერთ ელ-ფოსტას, ჩვენ ვიყენებთ პროგრამას, როგორიცაა Lotus Notes, Microsoft Outlook, ან Netscape Communicator.
________________________________________
ჩვენი ელ-ფოსტი პროგრამა...
[რედაქტირება]ჩვენი ელ-ფოსტის პროგრამა იყენებს სხვადასხვა TCP/IP პროტოკოლებს:
- ის ჩვენს ფოსტას აგზავნის SMTP-ს დახმარებით
- მას შეუძლია გადმოწეროს ჩვენი ელ-ფოსტა ელ- ფოსტის სერვერიდან POP-ის გამოყენებით
- მას შეუძლია შეუერთდეს ელ-ფოსტის სერვერს IMAP-თ.
________________________________________
SMTP - უბრალო ფოსტის გადაცემის პროტოკოლი
[რედაქტირება]SMTP პროტოკოლი გამოიყენება ელ-ფოსტის ტრანსმისიისათვის. SMTP უზრუნველყოფს სხვა კომპიუტერზე ელ-ფოსტის გაგზავნას.
საერთოდ ჩვენი ელ-ფოსტა გაიგზავნება ელ-ფოსტის სერვერზე(SMTP სერვერი) და შემდეგ სხვა სერვერზე, ან სერვერებზე და ბოლოს მის ფინალურ დანიშნულების ადგილზე.
SMTP შეუძლია გაგზავნოს მხოლოდ ტექსტი. მას არ შეუძლია გაგზავნოს ბინარული მონაცემები, როგორიცაა სურათები, მუსიკა და ფილმები.
SMTP იყენებს MIME პროტოკოლს, რათა გაგზავნოს ბინარული მონაცემები TCP/IP ქსელების გადაკვეთით. MIME პროტოკოლი აკონვერტებს ბინარულ მონაცემებს ტექსტში.
________________________________________
POP - პოსტ ოფის პროტოკოლი
[რედაქტირება]POP პროტოკოლი გამოიყენება ელ-ფოსტის პროგრამების მიერ, რათა მოიპოვოს ელ-ფოსტები, ელ-ფოსტის სერვერიდან.
თუ ჩვენი ელ-ფოსტის პროგრამა იყენებს POP, ყველა ჩვენი ელ-ფოსტა გადმოიწერება ჩვენ ელ-ფოსტის პროგრამაში, იმდენჯერ რამდენჯერაც დავუკავშირდებით ელ-ფოსტის სერვერს.
________________________________________
IMAP - ინტერნეტ შეტყობინების წვდომის პროტოკოლი
[რედაქტირება]IMAP პროტოკოლი გამოიყენება ელ-ფოსტის პროგრამების მიერ ისევე როგორც POP პროტოკოლი.
განსხვავება IMAP პროტოკოლსა და POP პროტოკოლს შორის არის ის, რომ IMAP ავტომატურად არ გადმოწერს ყველა ჩვენ ელ-ფოსტას.
IMAP პროტოკოლი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ შეტყობინებები ჩვენ ელ-ფოსტაზე მანამ, სანამ გადმოვწერთ მათ. IMAP პროტოკოლთან ერთად ჩვენ ვირჩევთ გადმოსაწერ შეტყობინებებს, ან ვშლით მათ.