SVG/შესავალი
რა უნდა იცოდეთ
[რედაქტირება]სანამ SVG-ს სწავლას შეუდგებოდეთ უნდა იცოდეთ შემდეგი :
- HTML
- ბაზური XML
რა არის SVG?
[რედაქტირება]- SVG ითარგმნება, როგორც მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკები (Scalable Vector Graphics).
- SVG განსაზღვრავს ვექტორებს - ვებ გვერდებისთვის შექმნილ გრაფიკებს.
- SVG გრაფიკებს განსაზღვრავს XML ფორმატში.
- SVG გრაფიკების ხარისხი არ ეცემა მათი გადიდება/დაპატარავების შემთხვევაში.
- SVG ფაილებში ყოველ ელემენტსა და ატრიბუტს შეუძლია ანიმირება.
- SVG რეკომენდირებულია მსოფლიო ვებ ქსელის კონსორციუმის (W3C) მიერ .
- SVG ჩაშენებულია W3C სტანდარტებში, ისევე როგორც DOM და XLS.
SVG-ს ისტორია და უპირატესობები
[რედაქტირება]Sun Microsystems, Adobe, Apple, IBM და Kodak არიან ზოგიერთი ის კომპანიები, რომლებიც ჩაერთვნენ SVG-ს განსაზღვრაში. SVG-ს უპირატესობები სხვა გაფართოების სურათებთან მიმართებაში :
- SVG ფაილების წაკითხვა და მოდიფიკაცია შესაძლებელია ძალიან ბევრ პროგრამაში(მათ შორისაა Notepad).
- SVG ფაილები ბევრად პატარა და შეკუმშვადი ფაილებია, ვიდრე JPG და GIF ფაილები.
- SVG სურათები მასშტაბირებადი სურათებია.
- SVG სურათების ამობეჩვდა შესაძლებელია დიდ რეზოლუციებზე მაღალი ხარისხით.
- SVG სურათების ზომის შეცვლა შესაძლებელია. შესაძლებელია შეიცვალოს სურათის ნებისმიერი ნაწილი დამახინჯების გარეშე.
- SVG-ში ტექსტი მონიშვნადია, დაშესაძლებელია ტექსტის მოძებნა (საუკეთესოა რუკების მარკირებისთვის).
- SVG მუშაობს JAVA ტექნოლოგიებთან.
- SVG ფაილები არიან წმინდა XML ფაილები.
SVG-ს მთავარი კონკურენტია Flash.
SVG-ს უდიდესი უპირატესობაა სხვა სტანდარტებთან შეთანხმება(მათ შორის არიან XSL და DOM), რაც ფლეშს არ გააჩნია. Flash შეთანხმებულია კერძო ტექნოლოგიებთან, რომლებიც არ არიან ღია წყაროები.
SVG-ს ნაკლი არის ის, რომ მას ყველა ბრაუზერი არ უზრუნველყოფს. Mozilla-ს ბრაუზერები, Firefox და Opera უზრუნველყოფენ SVG-ს. ასევე Microsoft-ის გეგმა არის SVG-ს უზრუნველყოფა.
SVG-ს მომხმარებელთა რიცხვი იზრდება და ამასთანავე Adobe GoLive უზრუნველყოფს მას.
SVG ფაილების დათვარიელება
[რედაქტირება]თუ თქვენი ბრაუზერი არ უზრუნველყოფს SVG ფაილებს, მასინ თქვენ გჭირდებათ SVG viewer.
შენიშვნა : Firefox-ს და Opera-ს გააჩნიათ საკუთარი SVG Viewr-ები. ასე რომ, თუ თქვენ იყენებთ ამ ბრაუზერებს, მოგიწევთ ცალკ ცალკე Viewer-ების დაყენება.
გადმოწერე SVG viewer უფასოდ Adobe-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან