RSS/RSS CHANNEL ელემენტი
RSS <CHANNEL> ელემენტი
[რედაქტირება]შევხედოთ მიმდინარე RSS დოკუმენტს:
<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?> <rss version="2.0"> <channel> <title>W3Schools Home Page</title> <link>http://www.w3schools.com</link> <description>Free web building tutorials</description> <item> <title>RSS Tutorial</title> <link>http://www.w3schools.com/rss</link> <description>New RSS tutorial on W3Schools</description> </item> </channel> </rss>
როგორც ვახსენეთ, <channel> ელემენტი აღწერს RSS წყაროს და აქვს სამი აუცილებელი ქვე-ელემენტი:
- <title> - განსაზღვრავს არხის სათაურს
- <link> - განსაზღვრავს არხზე ჰიპერ ბმულს
- <description> - აღწერს არხს
<channel> ელემენტი საერთოდ შეიცავს ერთ, ან მეტ <item> ელემენტს. თითოეულ <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
გარდა ამისა, აქ არის რამოდენიმე <channel> ელემენტის არააუცილებელი ქვე ელემენტები. ჩვენ ავხსნით ყველაზე მნიშვნელოვანს.
________________________________________
<CATEGORY> ელემენტი
[რედაქტირება]<category> ქვე ელემენტი გამოიყენება ჩვენი წყაროს კატეგორიის სპეციფიკაციისათვის.
<category> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის კატეგორიაზე ბაზირებული გვერდების დაჯგუფებას.
<category>Web development</category>
________________________________________
<COPYRIGHT> ელემენტი
[რედაქტირება]<copyright> ქვე ელემენტი გამოიყენება საავტორო უფლებების დასაცავად.
<copyright>2006 Refsnes Data as. All rights reserved.</copyright>
________________________________________
<IMAGE> ელემენტი
[რედაქტირება]<image> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს, როდესაც აგრეგატორი წარმოადგენს წყაროს, გამოვსახოთ სურათი.
<image> ელემენტს გააჩნია სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- <url> - განსაზღვრავს სურათის URL-ს
- <title> - განსაზღვრავს ტექსტს, რომელიც გამოისახება, მაშინ როდესაც სურათი არ გაიხსნება
- <link> - განსაზღვრავს ვებ გვერდზე ჰიპერ ბმულს
<image> <url>http://www.w3schools.com/images/logo.gif</url> <title>W3Schools.com</title> <link>http://www.w3schools.com</link> </image>
________________________________________
<LANGUAGE> ელემენტი
[რედაქტირება]<language> ქვე ელემენტი გამოიყენება დოკუმენტში დაწერილი ტექსტის ენის სპეციფიკაციისათვის <language> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის ენაზე ბაზირებული ვებგვერდების დაჯგუფებას.
<language>en-us</language>