RSS/RSS წყაროს გამოქვეყნება
ახლა დროა მივიღოთ საკუთარი RSS ფაილი ჩვენი ვებ გვერდისათვის. მივყვეთ ნაბიჯებს:
1. RSS ფაილის სახელი. გავითვალისწინოთ რომ ფაილს უნდა ქონდეს .xml გაფართოება.
2.დავამტკიცოთ ჩვენი RSS ფაილი(დამტკიცება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://www.feedvalidator.org).
3. ავტვირთოთ RSS ფაილი სერვერზე ჩვენ ვებ დირექტორიაში.
4. ჩავაკოპიროთ პატარა ნარინჯისფერი , ან ღილაკი ჩვენ ვებ დირექტორიაში.
5. ჩავსვათ პატარა ღილაკები ჩვენ ვებ გვერდზე იქ, სადაც მსოფლიოს ვთავაზობთ RSS. შემდეგ დავამატოთ ბმული RSS ფაილზე. კოდი გამოიყურება შემდეგნაირად:
<a href="www.w3schools.com/rss/myfirstrss.xml"> < img src="www.w3schools.com/rss/rss.gif" width="36" height="14"> </a>.
6. გავგზავნოთ RSS feed, RSS Feed დირექტორიებში.
შენიშვნა! ჩვენი წყაროს URL არ არის ჩვენი მთავარი გვერდი, ეს არის წყაროს URL, ისე, როგორც "http://www.w3schools.com/rss/myfirstrss.xml". აქ არის რამოდენიმე უფასო RSS აგრეგატორების სერვისი:
- Syndic8: 300,000 წყაროს სია. წყაროს რეგისტრაცია.
- Newsisfree: 18,000 წყაროს სია. წყაროს რეგისტრაცია
7. დავარეგისტრიროთ ჩვენი წყაროს საძიებო სისტემებით:
- Yahoo - http://publisher.yahoo.com/promote.php
- Google - http://www.google.com/intl/zh-cn/webmasters/addfeed.html
- MSN - http://rss.msn.com/publisher.armx
8. განვაახლოთ ჩვენი წყარო - ახლა ჩვენ მივიღეთ RSS feed ღილაკები Google-დან, Yahoo-დან და MSN-დან. ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ შემცველობას ვაახლებთ ხშირად და RSS feed ხელმისაწვდომია.
________________________________________
შემიძლია ჩემი RSS FEED მართვა?
[რედაქტირება]საუკეთესო გზა ჩვენი RSS წყაროს იმ გზით მუშაობის უზრუნველყოფისათვის, როგორც ჩვენ გვსურს, არის მისი ჩვენს მიერ მართვა.
თუმცა, ეს ძალიან დამღლელია, მით უმეტეს ხშირად განახლებადი საიტებისათვის.
________________________________________
ავტომატური RSS
[რედაქტირება]თუ გვსურს ჩვენი RSS წყაროს ავტომატურად განახლება, არსებობს ხელსაწყოები და სერვისები მისი ავტომატურად განახლებისათვის.
- MyRSSCreator - გვთავაზობს RSS წყაროს 10 წუთში განახლებას
- FeedFire - გვთავაზობს RSS წყაროების უფასოდ შექმნას და დისტრიბუციას