RSS/ამოსაბეჭდი ვერსია
შესავალი
[რედაქტირება]რა უნდა ვიცოდეთ
[რედაქტირება]სანამ სწავლას დაიწყებდეთ უნდა იცოდეთ შემდეგი:
- HTML / XHTML
- XML / XML
თუ გსურთ HTML-ის შესწავლა, იმოქმედეთ ბმულზე.
________________________________________
რა რის RSS?
[რედაქტირება]- RSS იშიფრება, როგორც ნამდვილად უბრალო სინდიკაცია(Really Simple Syndication)
- RSS საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ჩვენი ვებ გვერდის შემცველობის სინდიკაცია
- RSS განსაზღვრავს ადვილ გზას სათაურების და შემცველობის გამოსაქვეყნებლად და სანახავდ
- RSS ფაილები ავტომატურად ახლდება
- RSS საშუალებას გვაძლევს განვასახიეროთ სხვადასხვა ვებ გვერდების შემცველობა
- RSS იწერება XML-ზე
________________________________________
რატომ გამოვიყენოთ RSS?
[რედაქტირება]RSS შეიქმნა არჩეული მონაცემების საჩვენებლად.
RSS-ის გარეშე, მომხმარებელს მოუწევთ მთელი ვებ გვერდის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილოს განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ჩვენს ვებ გვერდს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.
________________________________________
ვინ გამოიყენებს RSS?
[რედაქტირება]ვებმასტერებს, რომლებიც იშვიათად ანახლებენ თავიანთ ვებ გვერდს არ სჭირდებათ RSS!
RSS გამოყენებადია ვებ გვერდებისათვის, რომლებიც ახლდება ძალიან ხშირად, ისევე, როგორც:
- სიახლეების ვებ გვერდები
- კომპანიები
- კალენდარები
- ვებ გვერდის ცვლილებები
________________________________________
RSS-ის სამომავლო გეგმები
[რედაქტირება]RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში!
ათასობით ვებ-გვერდი იყენებს RSS და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას.
RSS-თან ერთად, ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად.
RSS-ის ისტორია
[რედაქტირება]- 1997 - Dave Winer-მა შექმნა სკრიპტ სიახლეები(scriptingNews). RSS დაიბადა.
- 1999 - Netscape-მა გამოუშვა RSS 0.90. ეს იყო უბრალო XML,RDF სათაურით.
- 1999 - Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა scriptingNews 2.0b1
- 1999 - Netscape-მა შექმნა RSS 0.91. ამ ვერსიაში მოეხსნა RDF სათაური.
- 1999 - UserLand-მა შეწყვიტა scriptingNews-ის გამოყენება და ის იყენებდა მხოლოდ RSS 0.91
- Netscape-მა შეწყვიტა RSS-ის შექმნა
- 2000 - UserLand-მა მიიღო RSS 0.91-ის ოფიციალური სერთიფიკატი
- 2000 - Rael Dornfest-ის ჯგუფმა O'Reilly-ზე შექმნა RSS 1.0. ეს ფორმატი იყენებდა RDF და namespaces.
- 2000 - Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა RSS 0.92
- 2002 - Dave Winer-მა Userland-ის დატოვების შემდეგ შექმნა RSS 2.0
- 2003 - ოფიციალური RSS 2.0 სერთიფიკატი გამოშვებულია
________________________________________
რა განსხვავებებია?
[რედაქტირება]RSS 1.0 არის მხოლოდ ვერსია, რომელიც შეიქმნაW3C RDF სტანდარტების გამოყენებით.
RDF-ის იდეა არის სემანტიკური ვების შექმნა. თუმცა, მას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ორდინალური მომხმარებლისათვის, მაგრამ ვებ სტანდარტების გამოყენებით ადვილი იქნება პიროვნებისთვის და პროგრამისათვის მონაცემების გაცვლა.
________________________________________
RSS-ის რომელი ვერსია გამოვიყენო?
[რედაქტირება]RSS 0.91 და RSS 2.0 ვერსიები არის ბევრად ადვილი მოსახმარი, ვიდრე RSS 1.0. წიგნი ბაზირებულია RSS 2.0 ვერსიაზე.
________________________________________
არსებობს RSS ვებ სტანდარტი?
[რედაქტირება]არ არსებობს ოფიციალური სტანდარტი RSS-სათვის.
- RSS feed-ის 50 % იყენებს RSS 0.91
- 25 % იყენებს RSS 1.0
- დარჩენილი 25 % დაყოფილია RSS 0.9x და RSS 2.0 ვერსიებს შორის
RSS სინტაქსი
[რედაქტირება]როგორ მუშაობს RSS?
[რედაქტირება]RSS გამოიყენება ვებ გვერდების შემცველობის გამოსაქვეყნებლად.
RSS-თან ერთად, ჩვენ ვარეგისტრირებთ ჩვენ შემცველობას აგრეგატორებით.
ასე რომ, იმისათვის რომ ვიყოთ ამის ნაწილი: პირველ რიგში, შევქმნათ RSS დოკუმენტი და დავამახსოვროთ ის .xml გაფართოებით. შემდეგ, ავტვირთოთ ფაილი ვებ გვერდზე. შემდეგ, დავარეგისტრიროთ RSS აგრეგატორით. ყოველდღე აგრეგატორი მოძებნის რეგისტრირებულ ვებ გვერდებს RSS დოკუმენტისათვის, დაამტკიცებს ბმულს და გამოსახავს ინფორმაციას წყაროს შესახებ. ისე რომ კლიენტებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ბმულზე გადასვლა.
________________________________________
RSS დოკუმენტის მაგალითი
[რედაქტირება]RSS დოკუმენტები იყენებენ თვით-აღწერას და უბრალო სინტაქსს.
შევხედოთ RSS დოკუმენტის მაგალითს:
<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?> <rss version="2.0"> <channel> <title>W3Schools Home Page</title> <link>http://www.w3schools.com</link> <description>Free web building tutorials</description> <item> <title>RSS Tutorial</title> <link>http://www.w3schools.com/rss</link> <description>New RSS tutorial on W3Schools</description> </item> <item> <title>XML Tutorial</title> <link>http://www.w3schools.com/xml</link> <description>New XML tutorial on W3Schools</description> </item> </channel> </rss>
პირველი ხაზი დოკუმენტში - XML დეკლარაცია - განსაზღვრავს XML ვერსიას და სიმბოლოთა კოდირებას. ამ ნაწილში დოკუმენტი ადასტურებს XML-ის 1.0 სპეციფიკაციას და იყენებს ISO-8859-1 სიმბოლოთა კოდირებას.
შემდეგი ხაზი არის RSS დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს რომ, ეს არის RSS დოკუმენტი.
შემდეგი ხაზი შეიცავს <channel> ელემენტს. ეს ელემენტი გამოიყენება RSS feed აღწერისათვის.
<channel> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- <title> - განსაზღვრავს არხის სათაურს
- <link> - განსაზღვრავს არხზე ჰიპერ ბმულს
- <description> - აღწერს არხს
თითოეული <channel> ელემენტს შეუძლია ქონდეს ერთი, ან მეტი <item> ელემენტი.
თითოეულ <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
<item> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- <title> - განსაზღვრავს პუნქტის სათაურს
- <link> - განსაზღვრავს პუნქტის ჰიპერ ბმულს
- <description> - აღწერს პუნქტს
საბოლოოდ, ბოლო ორი ხაზი ხურავს <channel> და <rss> ელემენტებს.
________________________________________
კომენტერები RSS-ში
[რედაქტირება]RSS-ში კომენტარების დაწერის სინტაქსი არის HTML-ის ანალოგიური:
<!-- This is an RSS comment -->
________________________________________
RSS დაწერილია XML-ში
[რედაქტირება]რადგან RSS არის XML, გავითვალისწინოთ შემდეგი:
- ყველა ელემენტს უნდა ქონდეს დამხურავი ტეგი
- მთავრულის გათვალისწინება
- ელემენტები უნდა მოექცენ ბუდეში, ისე როგორც საჭიროა
- ატრიბუტის მნიშვნელობა ყოველთვის უნდა იყოს ციტირებული
RSS CHANNEL ელემენტი
[რედაქტირება]RSS <CHANNEL> ელემენტი
[რედაქტირება]შევხედოთ მიმდინარე RSS დოკუმენტს:
<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?> <rss version="2.0"> <channel> <title>W3Schools Home Page</title> <link>http://www.w3schools.com</link> <description>Free web building tutorials</description> <item> <title>RSS Tutorial</title> <link>http://www.w3schools.com/rss</link> <description>New RSS tutorial on W3Schools</description> </item> </channel> </rss>
როგორც ვახსენეთ, <channel> ელემენტი აღწერს RSS წყაროს და აქვს სამი აუცილებელი ქვე-ელემენტი:
- <title> - განსაზღვრავს არხის სათაურს
- <link> - განსაზღვრავს არხზე ჰიპერ ბმულს
- <description> - აღწერს არხს
<channel> ელემენტი საერთოდ შეიცავს ერთ, ან მეტ <item> ელემენტს. თითოეულ <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
გარდა ამისა, აქ არის რამოდენიმე <channel> ელემენტის არააუცილებელი ქვე ელემენტები. ჩვენ ავხსნით ყველაზე მნიშვნელოვანს.
________________________________________
<CATEGORY> ელემენტი
[რედაქტირება]<category> ქვე ელემენტი გამოიყენება ჩვენი წყაროს კატეგორიის სპეციფიკაციისათვის.
<category> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის კატეგორიაზე ბაზირებული გვერდების დაჯგუფებას.
<category>Web development</category>
________________________________________
<COPYRIGHT> ელემენტი
[რედაქტირება]<copyright> ქვე ელემენტი გამოიყენება საავტორო უფლებების დასაცავად.
<copyright>2006 Refsnes Data as. All rights reserved.</copyright>
________________________________________
<IMAGE> ელემენტი
[რედაქტირება]<image> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს, როდესაც აგრეგატორი წარმოადგენს წყაროს, გამოვსახოთ სურათი.
<image> ელემენტს გააჩნია სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- <url> - განსაზღვრავს სურათის URL-ს
- <title> - განსაზღვრავს ტექსტს, რომელიც გამოისახება, მაშინ როდესაც სურათი არ გაიხსნება
- <link> - განსაზღვრავს ვებ გვერდზე ჰიპერ ბმულს
<image> <url>http://www.w3schools.com/images/logo.gif</url> <title>W3Schools.com</title> <link>http://www.w3schools.com</link> </image>
________________________________________
<LANGUAGE> ელემენტი
[რედაქტირება]<language> ქვე ელემენტი გამოიყენება დოკუმენტში დაწერილი ტექსტის ენის სპეციფიკაციისათვის <language> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის ენაზე ბაზირებული ვებგვერდების დაჯგუფებას.
<language>en-us</language>
RSS ITEM ელემენტი
[რედაქტირება]<ITEM> ელემენტი
[რედაქტირება]შევხედოთ მიმდინარე RSS დოკუმენტს:
<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?> <rss version="2.0"> <channel> <title>W3Schools Home Page</title> <link>http://www.w3schools.com</link> <description>Free web building tutorials</description> <item> <title>RSS Tutorial</title> <link>http://www.w3schools.com/rss</link> <description>New RSS tutorial on W3Schools</description> </item> </channel> </rss>
როგორც უკვე ვახსენეთ, თითოეული <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
<item> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- <title> - განსაზღვრავს პუნქტის სათაურს
- <link> - განსაზღვრავს პუნქტის ჰიპერ ბმულს
- <description> - აღწერს პუნქტს
ამას გარდა არსებობს რამოდენიმე არააუცილებელი ქვე ელემენტები.
________________________________________
<AUTHOR> ელემენტი
[რედაქტირება]<author> ქვე ელემენტი გამოიყენება პუნქტის ავტორის ელ-ფოსტის სპეციფიკაციისათვის.
შენიშვნა: სპემ ელ-ფოსტების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთი პროგრამისტი კოდში არ სვამს <author> ელემენტს.
<author>hege@refsnesdata.no</author>
________________________________________
<COMMENTS> ელემენტი
[რედაქტირება]<comments> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს მივმართოთ ამა, თუ იმ პუნქტის კომენტარებს.
<comments>http://www.w3schools.com/comments</comments>
________________________________________
<ENCLOSURE> ელემენტი
[რედაქტირება]<enclosure> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს პუნქტში ჩავსვათ მედია ელემენტი. <enclosure> აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:
- url - განსაზღვრავს მედია ფაილის URL-ს
- length - განსაზღვრავს მედია ფაილის ზომას, ბაიტებში
- type - განსაზღვრავს მედია ფაილის ტიპს
<enclosure url="http://www.w3schools.com/rss/rss.mp3 length="5000" type="audio/mpeg" />
RSS წყაროს გამოქვეყნება
[რედაქტირება]ახლა დროა მივიღოთ საკუთარი RSS ფაილი ჩვენი ვებ გვერდისათვის. მივყვეთ ნაბიჯებს:
1. RSS ფაილის სახელი. გავითვალისწინოთ რომ ფაილს უნდა ქონდეს .xml გაფართოება.
2.დავამტკიცოთ ჩვენი RSS ფაილი(დამტკიცება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://www.feedvalidator.org).
3. ავტვირთოთ RSS ფაილი სერვერზე ჩვენ ვებ დირექტორიაში.
4. ჩავაკოპიროთ პატარა ნარინჯისფერი , ან ღილაკი ჩვენ ვებ დირექტორიაში.
5. ჩავსვათ პატარა ღილაკები ჩვენ ვებ გვერდზე იქ, სადაც მსოფლიოს ვთავაზობთ RSS. შემდეგ დავამატოთ ბმული RSS ფაილზე. კოდი გამოიყურება შემდეგნაირად:
<a href="www.w3schools.com/rss/myfirstrss.xml"> < img src="www.w3schools.com/rss/rss.gif" width="36" height="14"> </a>.
6. გავგზავნოთ RSS feed, RSS Feed დირექტორიებში.
შენიშვნა! ჩვენი წყაროს URL არ არის ჩვენი მთავარი გვერდი, ეს არის წყაროს URL, ისე, როგორც "http://www.w3schools.com/rss/myfirstrss.xml". აქ არის რამოდენიმე უფასო RSS აგრეგატორების სერვისი:
- Syndic8: 300,000 წყაროს სია. წყაროს რეგისტრაცია.
- Newsisfree: 18,000 წყაროს სია. წყაროს რეგისტრაცია
7. დავარეგისტრიროთ ჩვენი წყაროს საძიებო სისტემებით:
- Yahoo - http://publisher.yahoo.com/promote.php
- Google - http://www.google.com/intl/zh-cn/webmasters/addfeed.html
- MSN - http://rss.msn.com/publisher.armx
8. განვაახლოთ ჩვენი წყარო - ახლა ჩვენ მივიღეთ RSS feed ღილაკები Google-დან, Yahoo-დან და MSN-დან. ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ შემცველობას ვაახლებთ ხშირად და RSS feed ხელმისაწვდომია.
________________________________________
შემიძლია ჩემი RSS FEED მართვა?
[რედაქტირება]საუკეთესო გზა ჩვენი RSS წყაროს იმ გზით მუშაობის უზრუნველყოფისათვის, როგორც ჩვენ გვსურს, არის მისი ჩვენს მიერ მართვა.
თუმცა, ეს ძალიან დამღლელია, მით უმეტეს ხშირად განახლებადი საიტებისათვის.
________________________________________
ავტომატური RSS
[რედაქტირება]თუ გვსურს ჩვენი RSS წყაროს ავტომატურად განახლება, არსებობს ხელსაწყოები და სერვისები მისი ავტომატურად განახლებისათვის.
- MyRSSCreator - გვთავაზობს RSS წყაროს 10 წუთში განახლებას
- FeedFire - გვთავაზობს RSS წყაროების უფასოდ შექმნას და დისტრიბუციას
RSS წამკითხველები
[რედაქტირება]არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.
შეხსენება: Mozilla Firefox ბრაუზერს აქვს ჩაშენებული RSS წამკითხველი. თუ ჩვენ შევალთ ვებ გვერდზე, რომელიც გვთავაზობს RSS წყაროებს, ჩვენ დავინახავთ Firefox RSS იარლიყს მისამართების პანელში. ვიმოქმედოთ იარლიყზე, რათა წავიკითხოთ RSS.