PHP/PHP SIMPLEXML
იერსახე
< PHP
რა არის SIMPLEXML?
[რედაქტირება]SimpleXML არის ახალი PHP 5-ში. ეს არის ადვილი გზა ელემენტის ატრიბუტებისა და ტექსტის მისაღებად, თუ ჩვენ ვიცით XML დოკუმენტის სქემა.
DOM, ან Expat parser-თან შედარებით, SimpleXML უბრალოდ იღებს კოდის რამოდენიმე ხაზს, ელემენტიდან მონაცემთა ტექსტის წასაკითხად.
SimpleXML აკონვერტებს XML დოკუმენტს ობიექტში, ამის მსგავსად:
- ელემენტები - კონვერტირებულნი არიან SimpleXMLElement ობიექტის თითო ატრიბუტად. როდესაც აქ არის ერთ დონეზე, ერთზე მეტი ელემენტი, ისინი განთავსდებიან მასშივში
- ატრიბუტები - აქვთ წვდომა ასოციაციური მასივების გამოყენებაზე, სადაც ინდექსი შეესაბამება ატრიბუტის სახელს
- ელემენტის მონაცემები - ტექსტური მონაცემები ელემენტებიდან კონვერტირებულნი არიან სტრინგში.
SimpleXML არის სწრაფი და ადვილი გამოსაყენებელი, როდესაც სრულდება ბაზური ამოცანები:
- XML ფაილების წაკითხვა
- XML სტრინგებიდან მონაცემთა ამოღება
- ტექსტური კვანძების, ან ატრიბუტების რედაქტირება
SIMPLEXML-ის გამოყენება
[რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილია XML ფაილი:
<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1"?> <note> <to>Tove</to> <from>Jani</from> <heading>Reminder</heading> <body>Don't forget me this weekend!</body> </note>
ვაკეთებთ შემდეგს:
- ჩვატვირთოთ XML ფაილი
- მივიღოთ პირველი ელემენტის სახელი
- შევქმნათ ციკლი, რომელიც გაეშვება თითოეულ კვანძზე, children() ფუნქციის გამოყენებით
- დავბეჭდოთ ელემენტის სახელი და მონაცემები თითოეული კვანძისათვის
მაგალითი
<?php $xml = simplexml_load_file("test.xml"); echo $xml->getName() . "<br />"; foreach($xml->children() as $child) { echo $child->getName() . ": " . $child . "<br />"; } ?>
კოდი დაბეჭდავს:
note to: Tove from: Jani heading: Reminder body: Don't forget me this weekend!