PHP/PHP - ფაილის ჩასმა
სერვერული ჩამატებები
[რედაქტირება]ჩვენ შეგვიძლია ფაილის შემცველობა ჩავსვათ PHP ფაილში სანამ სერვერი მიიღებს მას, include(), ან require() ფუნქციებით. ეს ორი ფუნქცია იდენტურია, მხოლოდ მათ გააჩნიათ განსხვავებული შეცდომების იდენტიფიკატორები. include() ფუნქცია გამოსახავს გაფრთხილებას (მაგრამს სკრიპტი გააგრძელებს მუშაობას) მანამ, სანამ require() ფუნქცია გამოსახავს გარდაუვალ შეცდომას (ამის მერე სკრიპტი შეწყვეტს მუშაობას).
ეს ორი ფუნქცია გამოიყენება ფუნქციების, სათაურების, ქვე კოლონტიტულების, ან ელემენტების შესაქმნელად, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემცველობით გვერდებზე.
ეს აკეთებს დროის ეკონომიას. ეს ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სტანდარტული სათაური, ან მენიუს ფაილი ყველა გვერდზე ერთდროულად. როდესაც საჭიროა სათაურის განახლება, ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ მხოლოდ ჩამატებული ფაილი, ან როდესაც ვამატებთ ახალ გვერდს, ჩვენ შეგვიძლია ადვილად შევცვალოთ მენიუს ფაილი.
INCLUDE() ფუნქცია
[რედაქტირება]include() ფუნქციას მთლიანი ტექსტი მიაქვს სპეციფიურ ფაილში და აკოპირებს იმ ფაილში რომელიც გამოიყენება ჩამატების ფუნქციით.
მაგალითი 1:
წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს სტანდარტული სათაურის ფაილი, რომელსაც ქვია "header.php". გვერდზე სათაურის ჩამატებისათვის, გამოვიყენოთ include() ფუნქცია შემდეგნაირად:
<html> <body> <?php include("header.php"); ?> <h1>Welcome to my home page</h1> <p>Some text</p> </body> </html>
მაგალითი 2:
ახლა ვთქვათ გვაქვს სტანდარტული მენიუს ფაილი რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყველა გვერდზე.
კოდი:
<html> <body> <a href="http://geocg.myweb.ge/index.php">Home</a> | <a href="http://geocg.myweb.ge/about.php">About Us</a> | <a href="http://geocg.myweb.ge/contact.php">Contact Us</a>
ეს სამი ფაილი, "index.php", "about.php", და "contact.php" ჩაემატება ფაილში "menu.php" .
კოდი:
<?php include("menu.php"); ?> Welcome to my home page <p>Some text</p> </body> </html>
თუკი ვიხილავთ კოდს ბრაუზერში მას ექნება შემდეგი სახე:
<html> <body> <a href="default.php">Home</a> | <a href="about.php">About Us</a> | <a href="contact.php">Contact Us</a> <h1>Welcome to my home page</h1> <p>Some text</p> </body> </html>
REQUIRE() ფუნქცია
[რედაქტირება]თუ ჩვენ ფაილს ჩავსვავთ include() ფუნქციით და მოხდება შეცდომა, შესაძლოა მივიღოთ შემდეგი შეტყობინება.
PHP კოდი:
<html> <body> <?php include("wrongFile.php"); echo "Hello World!"; ?> </body> </html>
შეცდომის შეტყობინება:
Warning: include(wrongFile.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in C:\home\website\test.php on line 5 Warning: include() [function.include]: Failed opening 'wrongFile.php' for inclusion (include_path='.;C:\php5\pear') in C:\home\website\test.php on line 5 Hello World!
გავითვალისწინოთ რომ echo ოპერატორი კვლავ მუშაობს! ეს იმიტომ რომ გაფრთხილება არ აჩერებს სკრიპტის მუშაობას.
ახლა გავუშვათ მსგავსი მაგალითი require() ფუნქციით.
PHP კოდი:
<html> <body> <?php require("wrongFile.php"); echo "Hello World!"; ?> </body> </html>
შეცდომის შეტყობინება:
Warning: require(wrongFile.php) [function.require]: failed to open stream: No such file or directory in C:\home\website\test.php on line 5 Fatal error: require() [function.require]: Failed opening required 'wrongFile.php' (include_path='.;C:\php5\pear') in C:\home\website\test.php on line 5
echo პარამეტრმა აღარ იმუშავა რადგან გამოვიდა გარდაუვალი შეცდომის შეტყობინება.
რეკომენდირებულია გამოვიყენოთ require() ფუნქცია.