PHP/PHP - ფაილის ატვირთვა
ფაილის ატვირთვის ფორმის შექმნა
[რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილია ფაილების ატვირთვის HTML ფორმა:
<html> <body> <form action="upload_file.php" method="post" enctype="multipart/form-data"> <label for="file">Filename:</label> <input type="file" name="file" id="file" /> <br /> <input type="submit" name="submit" value="Submit" /> </form> </body> </html>
გავითვალისწინოთ შემდეგი HTML ფორმისათვის:
- enctype ატრიბუტი <form> ტეგისათვის სპეციფიკაციას აკეთებს, თუ რომელი შემცველობითი ტიპი გამოიყენოს ფორმის გამოყენებისას.
- "multipart/form-data" გამოიყენება, როდესაც ფორმა მოითხოვს ბინარულ მონაცემებს, როგორიცაა ასატვირთი ფაილის შემცველობა.
შენიშვნა: მომხმარებელთათვის ფაილების ატვირთვის უფლების მიცემა წარმოადგენს დიდ რისკს.
ატვირთვის სკრიპტის შექმნა
[რედაქტირება]"upload_file.php" შეიცავს ატვირთვის კოდს:
<?php if ($_FILES["file"]["error"] > 0) { echo "Error: " . $_FILES["file"]["error"] . "<br />"; } else { echo "Upload: " . $_FILES["file"]["name"] . "<br />"; echo "Type: " . $_FILES["file"]["type"] . "<br />"; echo "Size: " . ($_FILES["file"]["size"] / 1024) . " Kb<br />"; echo "Stored in: " . $_FILES["file"]["tmp_name"]; } ?>
გლობალური PHP $_FILES მასივების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერიდან სერვერზე ავტვირთოთ ფაილები.
პირველი პარამეტრი არის input სახელი, ხოლო მეორე პარამეტრი შესაძლოა იყოს ნებისმიერი "name", "type", "size", "tmp_name", ან "error". ამის მსგავსად:
- $_FILES["file"]["name"] - ატვირთული ფაილის სახელი
- $_FILES["file"]["type"] - ატვირთული ფაილის ტიპი
- $_FILES["file"]["size"] - ატვირთული ფაილის ზომა ბაიტებში
- $_FILES["file"]["tmp_name"] - სერვერზე დაბრუნებული ფაილის დროებითი ასლი
- $_FILES["file"]["error"] - შეცდომის კოდი
ეს არის ფაილების ატვირთვის ძალიან მარტილი გზა. დაცვისათვის, დავაწესოთ შეზღუდვები ასატვირთი ფაილების გაფართოებებზე.
შეზღუდვა ატვირთვაზე
[რედაქტირება]სკრიპტში ჩვენ ჩავამატებთ ფაილის ატვირთვის ზოგიერთ შეზღუდვებს. მომხმარებელს შეეძლება ატვირთოს მხოლოდ .gif, ან .jpeg ფაილები და ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20 kb-ს:
<?php if ((($_FILES["file"]["type"] == "image/gif") || ($_FILES["file"]["type"] == "image/jpeg") || ($_FILES["file"]["type"] == "image/pjpeg")) && ($_FILES["file"]["size"] < 20000)) { if ($_FILES["file"]["error"] > 0) { echo "Error: " . $_FILES["file"]["error"] . "<br />"; } else { echo "Upload: " . $_FILES["file"]["name"] . "<br />"; echo "Type: " . $_FILES["file"]["type"] . "<br />"; echo "Size: " . ($_FILES["file"]["size"] / 1024) . " Kb<br />"; echo "Stored in: " . $_FILES["file"]["tmp_name"]; } } else { echo "Invalid file"; } ?>
შენიშვნა: IE-სათვის jpg ფაილების ცნობისათვის ტიპი უნდა იყოს pjpeg, ხოლო FireFox-სათვის ტიპი უნდა იყოს jpeg.
ატვირთული ფაილის დამახსოვრება
[რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილია მაგალითები, ატვირთული ფაილების დროებითი ასლის შექმნისა.
ფაილის დროები ასლები ქრებიან, როდესაც სკრიპტი ასრულებს მუშაობას. ატვირთული ფაილის შესანახად ჩვენ გვჭირდება მისი სხვა ადგილზე კოპირება:
<?php if ((($_FILES["file"]["type"] == "image/gif") || ($_FILES["file"]["type"] == "image/jpeg") || ($_FILES["file"]["type"] == "image/pjpeg")) && ($_FILES["file"]["size"] < 20000)) { if ($_FILES["file"]["error"] > 0) { echo "Return Code: " . $_FILES["file"]["error"] . "<br />"; } else { echo "Upload: " . $_FILES["file"]["name"] . "<br />"; echo "Type: " . $_FILES["file"]["type"] . "<br />"; echo "Size: " . ($_FILES["file"]["size"] / 1024) . " Kb<br />"; echo "Temp file: " . $_FILES["file"]["tmp_name"] . "<br />"; if (file_exists($_FILES["file"]["name"])) { echo $_FILES["file"]["name"] . " already exists. "; } else { move_uploaded_file($_FILES["file"]["tmp_name"], $_FILES["file"]["name"]); echo "Stored in: " . "upload/" . $_FILES["file"]["name"]; } } } else { echo "Invalid file"; } ?>