PHP/PHP - ფაილი
ფაილის გახსნა
[რედაქტირება]fopen() ფუნქცია გამოიყენება PHP-ში ფაილების გასახსნელად.
ამ ფუნქციის პირველი პარამეტრი შეიცავს ფაილის სახელს, რომელიც უნდა გაიხსნას და მეორე პარამეტრი კი სპეციფიკაციას აკეთებს, თუ რა რეჟიმში გაიხსნას ფაილი:
<html>
<body>
<?php
$file=fopen("welcome.txt","r");
?>
</body>
</html>
ფაილი შესაძლებელია გაიხსნას ქვემოთ მოყვანილიდან ერთ-ერთ რეჟიმში:
რეჟიმები
|
შენიშვნა: თუ fopen() ფუნქციას არ შეუძლია გახსნას სპეციფიკური ფაილი, ის დააბრუნებს 0-ს.
მიმდინარე მაგალითი გამოსახავს შეტყობინებას, თუ fopen() ფუნქციას არ შეუძლია სპეციფიკური ფაილის გახსნა:
<html>
<body>
<?php
$file=fopen("welcome.txt","r") or exit("Unable to open file!");
?>
</body>
</html>
ფაილის დახურვა
[რედაქტირება]fclose() ფუნქცია გამოიყენება გახსნილი ფაილის დასახურად:
<?php
$file = fopen("test.txt","r");
//some code to be executed
fclose($file);
?>
END-OF-FILE-ის შემოწმება
[რედაქტირება]feof() ფუნქცია ამოწმებს, მიღწეულია თუ არა("end-of-file" (EOF)) ფაილის ბოლოში.
feof() ფუნქცია გამოსადეგია უცნობი სიგრძის მონაცემთა ციკლისათვის.
შენიშვნა: ჩვენ ვერ წავიკითხავს ფაილიდან, რომელიც გახსნილია w, a, და x რეჟიმებში!
if (feof($file)) echo "End of file";
ფაილში თითო-თითო ხაზის წაკითხვა
[რედაქტირება]fgets() ფუნქცია გამოიყენება ფაილიდან ერთი ხაზის წაკითხვისათვის.
შენიშვნა: ამ ფუნქციის გამოძახების შემდგომ ფაილის კურსორი გადავა მეორე ხაზზე.
მაგალითი
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი კითხულობს ფაილის თითო-თითო ხაზს, მანამ, სანამ არ გავა ფაილის ბოლოში:
<?php
$file = fopen("welcome.txt", "r") or exit("Unable to open file!");
//Output a line of the file until the end is reached
while(!feof($file))
{
echo fgets($file). "<br />";
}
fclose($file);
?>
ფაილში თითო-თითო სიმბოლოს წაკითხვა
[რედაქტირება]Fgetc() ფუნქცია გამოიყენება ფაილში თითო-თითო სიმბოლოს წასაკითხად.
შენიშვნა: ამ ფუნქციის გამოძახების შემდგომ ფაილის კურსორი გადავა შემდეგ სიმბოლოზე.
მაგალითი
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ფაილში კითხულობს თითო-თითო სიმბოლოს, მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ფაილის დასასრულს:
<?php
$file=fopen("welcome.txt","r") or exit("Unable to open file!");
while (!feof($file))
{
echo fgetc($file);
}
fclose($file);
?>